6ა  ფულის, წონის, მოცულობისა და სიგრძის საზომი ერთეულები

ქვემოთ ჩამოთვლილი ფულის, წონისა და საზომის ერთეულები მიახლოებით არის მოცემული ბიბლიური მტკიცებებისა და არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე. ამ დანართში მოცემული ყველა თანამედროვე ეკვივალენტი მიახლოებითია.

ოქროსა და ვერცხლის თანამედროვე ღირებულების დასადგენად საჭიროა დავაზუსტოთ ერთი გრამი ოქროსა თუ ვერცხლის დღევანდელი ღირებულება და გავამრავლოთ გრამების შესაბამის რაოდენობაზე.

ბერძნულ წერილებში მოხსენიებულ მილში (ბერძ. მილიონ), რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, მთ. 5:41-ში კილომეტრად არის ნათარგმნი, შესაძლოა იგულისხმებოდეს რომაული მილი (1479,5 მეტრი). ბერძნულ ტექსტში ლკ. 24:13-სა და ინ. 6:19; 11:18-ში მანძილის საზომ ერთეულად გამოიყენება სტადია (ერთი რომაული სტადია უდრის 1⁄8 რომაულ მილს ანუ 185 მეტრს). „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ლკ. 24:13-სა და ინ. 6:19; 11:18-ში სტადია კილომეტრებშია გადაყვანილი. მაგალითად, ლკ. 24:13-ში „სამოცი სტადია“ მოცემულია როგორც „თერთმეტი კილომეტრი“.

ებრაულ წერილებში მოხსენიებული ფულის წონითი ერთეულების ცხრილი

                                               თანამედროვე ეკვივალენტი

1 გერა                           = 1⁄20 შეკელი = 0,57 გრ.

1 ბეკა (ნახევარი შეკელი)         = 10 გერა = 5,7 გრ.

1 შეკელი                         = 2 ბეკა = 11,4 გრ.

1 მინა (მანე)                    = 50 შეკელი = 570 გრ.

1 ტალანტი                        = 60 მინა = 34,2 კგ.

1 დარიკი (სპარსული, ოქროსი)      = 8,4 გრ.

1 დარიკი (სპარსული, ვერცხლის)

   (ასევე ეწოდება შეკელი)         = 5,60 გრ.

ბერძნულ წერილებში მოხსენიებული ბერძნული და რომაული ფულის წონითი ერთეულების ცხრილი

                                                         თანამედროვე ეკვივალენტი

1 ლეპტა (ებრაული, სპილენძის ან ბრინჯაოს)        = 1⁄2 კოდრანტი

1 კოდრანტი (რომაული, სპილენძის ან ბრინჯაოს)     = 2 ლეპტა

1 ასი ანუ ასარიონი (რომაული და

   პროვინციული, სპილენძის ან ბრინჯაოს)           = 4 კოდრანტესი

1 დინარი (რომაული, ვერცხლის)                    = 16 ასი = 3,85 გრ.

1 დრაქმა (ბერძნული, ვერცხლის)                   = 3,40 გრ.

1 დიდრაქმა (ბერძნული, ვერცხლის)                 = 2 დრაქმა = 6,80 გრ.

1 ტეტრადრაქმა (ვერცხლის სტატერი)                = 4 დრაქმა = 13,6 გრ.

1 მინა                                          = 100 დრაქმა = 340 გრ.

1 ტალანტი (ოქროსი ან ვერცხლის)                  = 60 მინა = 20,4 კგ.

სითხის საზომი ერთეულები

1 ლოგი                                          = 1⁄4 კაბი = 0,31 ლ.

1 კაბი                                          = 4 ლოგი = 1 ,22 ლ.

1 ჰინი                                          = 3 კაბი = 3,67 ლ.

1 ბათი                                          = 6 ჰინი = 22 ლ.

1 კორი*                                         = 10 ბათი = 220 ლ.

მშრალი ნივთიერებების საზომი ერთეულები

1 კაბი                                          = 4 ლოგი = 1,22 ლ.

1 ომერი                                         = 1 4⁄5 კაბი = 2,2 ლ.

1 სეა                                           = 3 1⁄3 ომერი = 7,33 ლ.

1 ეფა                                           = 3 სეა = 22 ლ.

1 ხომერი (კორი)                                 = 10 ეფა = 220 ლ.

სიგრძის საზომი ერთეულები

1 თითის დადება                                  = 1⁄4 ხელის დადება = 1,85 სმ.

1 ხელის დადება                                  = 4 თითის დადება = 7,4 სმ.

1 მტკაველი                                      = 3 ხელის დადება = 22,2 სმ.

1 წყრთა                                         = 2 მტკაველი = 44,5 სმ.

1 გრძელი წყრთა*                                 = 7 ხელის დადება = 51,8 სმ.

1 ლერწამი                                       = 6 წყრთა = 2,67 მ.

1 გრძელი ლერწამი                                = 6 გრძელი წყრთა = 3,11 მ.

[სქოლიოები]

მშრალი ნივთიერებების საზომი ერთეულიცაა, იგივეა, რაც ხომერი.

შესაძლოა, იგივეა, რაც 2მტ. 3:3-ში მოხსენიებული „ძველი“ წყრთა.