საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es25 გვ. 57-67
  • ივნისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივნისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 ივნისი
  • ორშაბათი, 2 ივნისი
  • სამშაბათი, 3 ივნისი
  • ოთხშაბათი, 4 ივნისი
  • ხუთშაბათი, 5 ივნისი
  • პარასკევი, 6 ივნისი
  • შაბათი, 7 ივნისი
  • კვირა, 8 ივნისი
  • ორშაბათი, 9 ივნისი
  • სამშაბათი, 10 ივნისი
  • ოთხშაბათი, 11 ივნისი
  • ხუთშაბათი, 12 ივნისი
  • პარასკევი, 13 ივნისი
  • შაბათი, 14 ივნისი
  • კვირა, 15 ივნისი
  • ორშაბათი, 16 ივნისი
  • სამშაბათი, 17 ივნისი
  • ოთხშაბათი, 18 ივნისი
  • ხუთშაბათი, 19 ივნისი
  • პარასკევი, 20 ივნისი
  • შაბათი, 21 ივნისი
  • კვირა, 22 ივნისი
  • ორშაბათი, 23 ივნისი
  • სამშაბათი, 24 ივნისი
  • ოთხშაბათი, 25 ივნისი
  • ხუთშაბათი, 26 ივნისი
  • პარასკევი, 27 ივნისი
  • შაბათი, 28 ივნისი
  • კვირა, 29 ივნისი
  • ორშაბათი, 30 ივნისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
es25 გვ. 57-67

ივნისი

კვირა, 1 ივნისი

ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს (საქ. 14:22).

იეჰოვამ აკურთხა პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები, რადგან მოერგნენ შექმნილ ვითარებას. ისინი ხშირად ხდებოდნენ დევნის მსხვერპლი, თანაც მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ეს კარგად ჩანს იქიდან, რაც მოციქულ პავლესა და ბარნაბას გადახდათ თავს ლისტრაში. თავდაპირველად იქაურები მათ კარგად შეხვდნენ, თუმცა მოგვიანებით მოწინააღმდეგეებმა გადაიბირეს ისინი. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გადაბირებულმა ხალხმა „პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ“ (საქ. 14:19). თუმცა პავლემ და ბარნაბამ სხვაგან გააგრძელეს ქადაგება და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ. მათი შეუპოვრობის დანახვამ და გამამხნევებელი სიტყვების მოსმენამ თანამორწმუნეებიც განამტკიცა (საქ. 14:21, 22). ასე რომ, ბევრისთვის კურთხევა აღმოჩნდა, რომ პავლემ და ბარნაბამ ფარ-ხმალი არ დაყარეს, როცა მოულოდნელ წინააღმდეგობას შეხვდნენ. იეჰოვა ჩვენც მოგვიმართავს ხელს, თუ არ შევწყვეტთ მონდობილი საქმის შესრულებას. w23.04 16, 17 ¶13, 14

ორშაბათი, 2 ივნისი

შეისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა, და ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ. მოგიხმობ გაჭირვების ჟამს და შენც მიპასუხებ (ფსალმ. 86:6, 7).

მეფე დავითს თავისი ცხოვრების მანძილზე არაერთ მტერთან მოუწია შებრძოლება და ის ხშირად შესთხოვდა იეჰოვას დახმარებას ლოცვის მეშვეობით. დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ისმენდა მის ლოცვებს და პასუხობდა. ამაში არც ჩვენ უნდა შეგვეპაროს ეჭვი! ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს სხვადასხვა სირთულის ასატანად საჭირო სიბრძნესა და ძალას. ჩვენ დასახმარებლად მან შეიძლება თანაქრისტიანები ან ისინიც კი აღძრას, ვინც არ ემსახურებიან მას. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ შეიძლება ყოველთვის ისე არ გვიპასუხოს, როგორც ველით, ერთ რამეში დარწმუნებული ვართ – ის უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვას. ის ზუსტად იმას გვაძლევს, რაც გვჭირდება, თანაც საჭირო დროს. ასე რომ, კვლავაც ილოცეთ და დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა დღესვე იზრუნებს თქვენზე, მომავალში კი ყველა სურვილს დაგიკმაყოფილებთ (ფსალმ. 145:16). w23.05 8 ¶4; 13 ¶17, 18

სამშაბათი, 3 ივნისი

რით გადავუხდი იეჰოვას მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია? (ფსალმ. 116:12).

თუ მიზნად დავისახეთ, რომ გულდასმით ვიკითხოთ ბიბლია ან უფრო შინაარსიანად ვილოცოთ, კარგი იქნება, ვიფიქროთ, როგორ დაგვაახლოებს ამ მიზნის მიღწევა იეჰოვასთან (ფსალმ. 145:18, 19). ან თუ რომელიმე თვისების გამომუშავება გვსურს, შეგვიძლია იმაზე დავფიქრდეთ, როგორ აისახება დადებითად ამ თვისების შეძენა სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე (კოლ. 3:14). კარგს ვიზამთ, თუ ჩამოვწერთ ამ მიზეზებს და რეგულარულად გადავხედავთ. კარგია მათთან ურთიერთობაც, ვინც საკუთარ თავში მოტივაციას გვაპოვნინებს (იგავ. 13:20). ყოველთვის ერთნაირად მოტივირებული არ ვართ, ზოგჯერ კი შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ასეთ დროს? ამ დროს საჭიროა თვითდისციპლინა, მაგრამ შედეგები ძალისხმევად ნამდვილად ღირს. w23.05 27, 28 ¶5–8

ოთხშაბათი, 4 ივნისი

კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის (გალ. 6:7).

რაკი ვიცით, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება, ეს აღგვძრავს, მოვინანიოთ, გამოვასწოროთ შეცდომა და იგივე აღარ გავიმეოროთ. თუ ასე მოვიქცევით, არ გამოვეთიშებით სიცოცხლისთვის რბოლას. როცა შეცდომის გამოსწორება არ შეგიძლიათ, თვალი გაუსწორეთ რეალობას. ნუ შეალევთ დროსა და ენერგიას თავის გამართლებას და ნურც საკუთარი თავის თუ სხვების დადანაშაულებას მოჰყვებით. ჯობს, აღიაროთ შეცდომა და მოცემულ სიტუაციაში მაქსიმალურად შეეცადოთ გონივრულად მოქცევას. იმ შემთხვევაში, თუ სინდისი გქენჯნით, თავმდაბლურად მიმართეთ იეჰოვას ლოცვით, აღიარეთ დანაშაული და სთხოვეთ პატიება (ფსალმ. 25:11; 51:3, 4). მათაც მოუხადეთ ბოდიში, ვისაც ცუდად მოექეცით და საჭიროების შემთხვევაში უხუცესებსაც მიმართეთ დახმარებისთვის (იაკ. 5:14, 15). ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და ეცადეთ, იგივე აღარ გაიმეოროთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა წყალობას გამოავლენს თქვენდამი და საჭირო დახმარებასაც აღმოგიჩენთ (ფსალმ. 103:8–13). w23.08 28, 29 ¶8, 9

ხუთშაბათი, 5 ივნისი

სწორად იქცეოდა იეჰოაში იეჰოვას თვალში, სანამ მღვდელი იეჰოიადა არიგებდა (2 მეფ. 12:2).

მღვდელმთავარი იეჰოიადა კარგ გავლენას ახდენდა მეფე იეჰოაშზე და ისიც სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში. თუმცა იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იეჰოაში მთავრების ცუდ მაგალითს აჰყვა (2 მატ. 24:4, 17, 18). ამან ძალიან ატკინა გული იეჰოვას. და მაინც, ის უგზავნიდა „მათ წინასწარმეტყველებს, რომ დაბრუნებოდნენ მას . . . მაგრამ ყურს არავინ უგდებდა“. მათ არც იეჰოიადას ვაჟს, წინასწარმეტყველ და მღვდელ ზაქარიას, მოუსმინეს. მეფე იეჰოაშმა ზაქარია სიცოცხლეს გამოასალმა (2 მატ. 22:11; 24:19–22). მას შემდეგ, რაც იეჰოაშმა დაკარგა ღვთის შიში, საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას სიტყვების ჭეშმარიტება: „ვინც არაფრად მაგდებს, მოძულებული იქნება“ (1 სამ. 2:30). მოვლენები ისე განვითარდა, რომ სირიის მცირერიცხოვანმა ჯარმა იეჰოაშის დიდძალ ლაშქარს სძლია. თავად იეჰოაში კი მძიმედ დაჭრეს (2 მატ. 24:24, 25). ზაქარიას სისხლის ასაღებად მეფე თავისივე მსახურებმა მოკლეს. w23.06 18, 19 ¶16, 17

პარასკევი, 6 ივნისი

ერთ დროს სიბნელეში იყავით, მაგრამ ახლა სინათლეში ხართ (ეფეს. 5:8).

პავლემ ეფესოში იქადაგა და ბევრი ქრისტეს მოწაფედ აქცია (საქ. 19:1, 8–10; 20:20, 21). მას ძალიან უყვარდა იქაური და-ძმები და სურდა, იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში დახმარებოდა. გაქრისტიანებამდე ეფესოელები ცრურელიგიური შეხედულებების და ცრურწმენების ტყვეობაში იყვნენ. ეფესოში უკიდურესად გარყვნილი და თავაშვებული ხალხი ცხოვრობდა. უხამს საუბრებს ყველგან მოისმენდით – თეატრებშიც და რელიგიურ დღესასწაულებზეც (ეფეს. 5:3). როგორც პავლემ თქვა, ბევრი ეფესოელი „ყოველმხრივ ზნედაცემული“ იყო, რაც სიტყვასიტყვით „ტკივილის მიმართ უგრძნობელს“ ნიშნავს (ეფეს. 4:17–19). სანამ სწორსა და არასწორზე იეჰოვას თვალსაზრისს გაიგებდნენ, ეფესოელებს არაფერზე ქენჯნიდათ სინდისი. ამიტომაც თქვა პავლემ მათზე: „გონება აქვთ დაბნელებული და მოწყვეტილნი არიან ღვთისგან მომდინარე სიცოცხლეს“. თუმცა ზოგიერთმა ეფესოელმა თავი დააღწია სიბნელეს. w24.03 20 ¶2, 4; 21 ¶5, 6

შაბათი, 7 ივნისი

იეჰოვაზე მინდობილები კი ძალ-ღონეს მოიკრებენ . . . არ დაიღლებიან (ეს. 40:31).

მსაჯულ გედეონს თავისი დავალების შესასრულებლად დიდი ამტანობა სჭირდებოდა. როცა მიდიანელები ღამით უკუიქცნენ, გედეონმა იზრეელის ველიდან მდინარე იორდანემდე სდია მათ (მსაჯ. 7:22). შეაჩერა ამ დაბრკოლებამ გედეონი? დაღლილობის მიუხედავად, მან და მასთან მყოფმა 300-მა მებრძოლმა გადალახეს მდინარე და განაგრძეს დევნა. საბოლოოდ ისინი დაეწივნენ მიდიანელებს და გაჟლიტეს (მსაჯ. 8:4–12). გედეონს სჯეროდა, რომ იეჰოვა გააძლიერებდა. მანაც არ გაუმტყუნა იმედი (მსაჯ. 6:14, 34). ერთხელ გედეონი თავის მებრძოლებთან ერთად ორ მიდიანელ მეფეს დაედევნა. ისინი ფეხით იყვნენ, მეფეები კი – როგორც ჩანს, აქლემებზე ამხედრებულნი (მსაჯ. 8:12, 21). თუმცა გედეონისა და მისი ხალხის შეუპოვრობა დაჯილდოვდა – ღვთის დახმარებით მათ დაამარცხეს მტრები. უხუცესებიც უნდა მიენდონ იეჰოვას, რომელიც „არასოდეს იღლება და იქანცება“. ისიც საჭირო დროს გააძლიერებს მათ (ეს. 40:28, 29). w23.06 6 ¶14, 16

კვირა, 8 ივნისი

[იეჰოვა] თავს არ დაგანებებთ და არ მიგატოვებთ (კან. 31:6).

რა სირთულესაც არ უნდა შევხვდეთ, თუ მივენდობით იეჰოვას, შევძლებთ სიმტკიცის შენარჩუნებას. ვნახოთ, როგორ დაუფასდა მსაჯულ ბარაკს იეჰოვაზე მინდობა. იმის მიუხედავად, რომ ისრაელში არც ფარები იყო და არც შუბები, იეჰოვამ ბარაკს მითითება მისცა, საბრძოლველად გასულიყო კბილებამდე შეიარაღებული და 900 საომარი ეტლით გამოსული ქანაანელთა ჯარის წინააღმდეგ (მსაჯ. 5:8). წინასწარმეტყველმა დებორამ ბარაკს უთხრა, რომ სისერას ჯართან შესახვედრად ქიშონის ხევთან წასულიყო. ბარაკი დაემორჩილა ამ მითითებას მიუხედავად იმისა, რომ ვაკე ადგილზე ეტლებს აშკარა უპირატესობა ექნებოდათ. როცა ბარაკი და მისი მებრძოლები თაბორის მთიდან ეშვებოდნენ, იეჰოვამ კოკისპირულად აწვიმა, რის გამოც ქანაანელთა საომარი ეტლები ტალახში ჩაეფლო. ასე გაამარჯვებინა იეჰოვამ ბარაკს (მსაჯ. 4:1–7, 10, 13–16). იეჰოვა ჩვენც მოგვაპოვებინებს გამარჯვებას, თუ ბოლომდე მივენდობით მას და ეჭვი არ შეგვეპარება იმ მითითებების სანდოობაში, რომელთაც ის თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს. w23.07 19 ¶17, 18

ორშაბათი, 9 ივნისი

ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მათ. 24:13).

მარადიული სიცოცხლის მისაღებად მოთმინება გვჭირდება. წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად, ჩვენც მოთმინებით უნდა დაველოდოთ ღვთის დაპირებების შესრულებას (ებრ. 6:11, 12). ბიბლია ქრისტიანებს მიწათმოქმედებს ადარებს (იაკ. 5:7, 8). მარცვლეულის დათესვა და მორწყვა მიწათმოქმედისთვის შრომატევადი საქმეა, თანაც მოსავლის აღებამდე ლოდინი უწევს. მაგრამ ის მოთმინებას არ კარგავს, რადგან ეჭვი არ ეპარება, რომ მოსავალს თავის დროზე აიღებს. ჩვენც არ ვიცით „რომელ დღეს მოვა . . . უფალი“ (მათ. 24:42). მიუხედავად ამისა, თავს არ ვზოგავთ ღვთის მსახურებაში და მოთმინებით ველოდებით იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის თავის დროზე შეასრულებს დანაპირებს. მაგრამ თუ მოუსვენრობა შეგვიპყრობს, შეიძლება მოგვბეზრდეს ლოდინი და ჭეშმარიტებას ჩამოვშორდეთ. შეიძლება იმის ცდუნებაც გაგვიჩნდეს, რომ დღესვე მოვიწყოთ ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრება. ამიტომ, თუ გვინდა გადავრჩეთ, ბოლომდე უნდა მოვითმინოთ (მიქ. 7:7). w23.08 22 ¶7

სამშაბათი, 10 ივნისი

ფეხის თითები იყო ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა (დან. 2:42).

თუ ამ წინასწარმეტყველებას წიგნ „დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სხვა წინასწარმეტყველებებს შევადარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ტერფები განასახიერებს მსოფლიოში წამყვან პოლიტიკურ ძალას, კერძოდ, ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსს. დანიელმა ეს ალიანსი „სამეფოდ“ მოიხსენია და თქვა, რომ ის „ნაწილობრივ ძლიერი . . . და ნაწილობრივ მყიფე“ იქნებოდა. რატომაა მასზე ნათქვამი, რომ ნაწილობრივ მყიფეა? ამის მიზეზი ისაა, რომ თიხა ანუ რიგითი მოქალაქეები ასუსტებენ ამ სამეფოს რკინისებრ სიძლიერეს. ამ სიზმრიდან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ვიგებთ. პირველი, ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსმა არაერთხელ აჩვენა მსოფლიოს თავისი ძალა. მაგალითად, გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. თუმცა მის ძალას დღემდე ასუსტებს ის, რომ მისი მოქალაქეები ერთმანეთსაც უპირისპირდებიან და ხელისუფლებასაც. მეორე, ეს ალიანსი იქნება ბოლო წამყვანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინაც იარსებებს, როცა ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მმართველობას დაუსვამს წერტილს. w23.08 10, 11 ¶12, 13

ოთხშაბათი, 11 ივნისი

გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას, შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს; თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა (ფსალმ. 18:6).

ზოგჯერ დავითს ძალას აცლიდა თავსდატეხილი განსაცდელები (ფსალმ. 18:4, 5). ასეთ დროს თავისი ძალაგამოცლილი მეგობარი რომ გამოეცოცხლებინა, იეჰოვა მას „აბიბინებული საძოვრებისა“ და „წყალუხვი ადგილებისკენ“ მიუძღოდა. ასეთი მზრუნველობის წყალობით დავითმა შეძლო აღედგინა ძალა და სიხარულით გაეგრძელებინა იეჰოვას მსახურება (ფსალმ. 18:28–32; 23:2). როცა განსაცდელებს ვხვდებით, ჩვენც სწორედ „იეჰოვას ურყევი სიყვარულის გამო არ გვეღება ბოლო“ (გოდ. 3:22; კოლ. 1:11). დავითის სიცოცხლეს არაერთხელ ემუქრებოდა საფრთხე, რადგან უამრავი მტერი ჰყავდა. შესაბამისად, მას ზოგჯერ შიშიც იპყრობდა. მაგრამ ის იმდენად იყო დარწმუნებული იეჰოვას სიყვარულში, რომ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა. დავითი ხედავდა, რომ იეჰოვა ყოველთვის მის გვერდით იყო და ამიტომაც გრძნობდა თავს მშვიდად. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა: „[იეჰოვამ] ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“ (ფსალმ. 34:4). დიახ, იმის მტკიცე რწმენა, რომ იეჰოვას უყვარდა, დავითს ყველანაირი შიშის დაძლევაში დაეხმარა. w24.01 30 ¶15–17

ხუთშაბათი, 12 ივნისი

თუ ცოდვილები შენს შეცდენას შეეცდებიან, ნუ აჰყვები (იგავ. 1:10).

ისწავლეთ იეჰოაშის ცუდი მაგალითიდან. მღვდელმთავარი იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იეჰოაშმა ცუდ საზოგადოებასთან დაიჭირა საქმე (2 მატ. 24:17, 18). ის იუდას მთავრებს დაუახლოვდა, რომლებსაც არ უყვარდათ იეჰოვა, და მათ აზრს ითვალისწინებდა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ იეჰოაშს თავი შორს უნდა დაეჭირა ასეთი ხალხისგან. სამწუხაროდ, მან ამ ვაი-მეგობრების გავლენით საკუთარი მამიდაშვილიც კი მოკლა, რომელიც მის სწორ გზაზე დაბრუნებას შეეცადა (2 მატ. 24:20, 21; მათ. 23:35). სადამდე დაეცა იეჰოაში! არადა, რა კარგად დაიწყო. საბოლოოდ ეს ღვთისგან განდგომილი და მკვლელად ქცეული კაცი თავისმა მსახურებმა გამოასალმეს სიცოცხლეს (2 მატ. 24:22–25). წარმოიდგინეთ, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, კვლავაც იეჰოვასა და მის მსახურთათვის რომ დაეგდო ყური! w23.09 9 ¶6

პარასკევი, 13 ივნისი

ნუ გეშინია (ლუკ. 5:10).

იესო მიხვდა, რომ პეტრეს შეეძლო ბოლომდე ეერთგულა. ამიტომ უთხრა: „ნუ გეშინია“. პეტრემ იგრძნო, რომ იესო ენდობოდა, რაც მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მოგვიანებით მან თავი დაანება მეთევზეობას და იესოს მიმდევარი გახდა, რისთვისაც უხვად დაჯილდოვდა (მარ. 1:16–18). პეტრე, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რა საოცარი ცხოვრება ელოდა წინ. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ კურნავდა იესო ავადმყოფებს, დევნიდა დემონებს და აღადგენდა მკვდრებს (მათ. 8:14–17; მარ. 5:37, 41, 42). მან ერთხელ სამეფო დიდებით მოსილი იესოც კი ნახა. ამ ხილვამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა (მარ. 9:1–8; 2 პეტ. 1:16–18). რა ბედნიერი იქნებოდა პეტრე, რომ უღირსობის გრძნობის მიუხედავად, უარი არ თქვა იესოს მიმდევრობაზე! w23.09 21 ¶4, 5

შაბათი, 14 ივნისი

იესომ მიუგო: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ!“ (მათ. 18:22).

თავის პირველ წერილში პეტრემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთელი გულით სიყვარულის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ის ერთ-ორ შეცდომას კი არა, „უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8). ამის სწავლა თავის დროზე პეტრესაც მოუწია. მას ეგონა, რომ საკმარისი იქნებოდა, თუ ძმას შვიდჯერ აპატიებდა. თუმცა იესომ დაანახვა, რომ ზღვარი არ უნდა დაედგინა და იმდენჯერ ეპატიებინა მწყენინებლისთვის, რამდენჯერაც საჭირო გახდებოდა (მათ. 18:21). გული არ გაიტეხოთ, თუ ზოგჯერ გიჭირთ ამ რჩევის გათვალისწინება. თქვენ გამონაკლისი არ ხართ. მთავარი ისაა, მოერიოთ თავს, ყველანაირად ეცადოთ, აპატიოთ თანაქრისტიანს და აღადგინოთ მასთან ურთიერთობა. w23.09 29 ¶12

კვირა, 15 ივნისი

მოვუხმე იეჰოვას და მიპასუხა (იონ. 2:2).

თევზის მუცელში მყოფ იონას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ თავმდაბლად შესთხოვდა იეჰოვას პატიებას, ისიც შეისმენდა მის ლოცვას და აუცილებლად დაეხმარებოდა. მოგვიანებით, როცა უკვე სამშვიდობოს გავიდა, იეჰოვას მიერ გაძლიერებული იონა მზად იყო, შეესრულებინა თავისი დავალება (იონ. 2:10–3:4). განსაცდელის დროს შეიძლება ადვილი არ იყოს, თავი მოუყაროთ აზრებს და გული გადაუშალოთ იეჰოვას. მაგრამ თუ მაინც ილოცებთ, თუნდაც ერთი-ორი სიტყვით, იეჰოვა აუცილებლად აღმოგიჩენთ საჭირო დახმარებას; მას ხომ ბოლომდე ესმის თქვენი (ეფეს. 3:20). პრობლემებით გამოფიტულს შეიძლება არც პირადი შესწავლის თავი გქონდეთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ბიბლიისა და ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს მოუსმინოთ, ჩართოთ ჩვენი სიმღერები ან ვიდეოებს უყუროთ. თუ გაითვალისწინებთ ამ აბზაცში მოცემულ რჩევებს, ცხადყოფთ, რომ იეჰოვას ძალაზე ხართ დაიმედებული. ის კი არასდროს გაგიცრუებთ იმედს. w23.10 13 ¶6; 14 ¶9

ორშაბათი, 16 ივნისი

ასე მიუთითებს წმინდა სული იმაზე, რომ სანამ პირველი კარავი იდგა, ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი წმინდათაწმინდაში შესასვლელი (ებრ. 9:8).

კარვისა და მოგვიანებით იერუსალიმში აშენებული ტაძრების გეგმა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. კარავსაც და ტაძარსაც ორი ოთახი ჰქონდა – „წმინდა“ და „წმინდათაწმინდა“. მათ ერთმანეთისგან მოქარგული ფარდა ჰყოფდა (ებრ. 9:2–5; გამ. 26:31–33). წმინდაში ოქროს სალამპრე, საკმევლის სამსხვერპლო და წარსადგენი პურების მაგიდა იდგა. იქ შესვლისა და მსახურების უფლება მხოლოდ ცხებულ მღვდლებს ჰქონდათ (რიცხ. 3:3, 7, 10). წმინდათაწმინდაში იდო მოოქროვილი შეთანხმების კიდობანი, რომელიც თავის ხალხთან იეჰოვას ყოფნის სიმბოლო იყო (გამ. 25:21, 22). იქ შესვლის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა და ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს (ლევ. 16:2, 17). მას როგორც საკუთარი, ისე მთელი ერის ცოდვების გამოსასყიდად წმინდათაწმინდაში ცხოველთა სისხლი შეჰქონდა. პირველ საუკუნეში იეჰოვამ ნათელი მოჰფინა იმას, თუ რას განასახიერებდა ეს ყველაფერი (ებრ. 9:6, 7). w23.10 27 ¶12

სამშაბათი, 17 ივნისი

ერთმანეთი გიყვარდეთ (იოან. 15:17).

ღვთის სიტყვაში არაერთხელ გვხვდება მოწოდება, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი (იოან. 15:12; რომ. 13:8; 1 თეს. 4:9; 1 პეტ. 1:22; 1 იოან. 4:11). თუმცა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის მხოლოდ გრძნობის დონეზე კი არ დარჩეს, არამედ და-ძმებს სიტყვითაც და საქმითაც დავუმტკიცოთ სიყვარული? ბიბლიაში არაერთ მოწოდებას ვხვდებით, რომლებიც გვეხმარება, და-ძმებს სიყვარული დავუმტკიცოთ. მაგალითად: „სიმართლე ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქ. 8:16); „მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მარ. 9:50); „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10); „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი“ (რომ. 15:7); „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13); „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი“ (გალ. 6:2); „ანუგეშეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 4:18); „აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11); „ილოცეთ ერთმანეთისთვის“ (იაკ. 5:16). w23.11 9 ¶7, 8

ოთხშაბათი, 18 ივნისი

იხარეთ იმედით (რომ. 12:12).

თითოეული ჩვენგანი ვიღებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, მაგალითად, ვისთან გვექნება ურთიერთობა, როგორ გავერთობით, რა განათლებას მივიღებთ, ვისზე დავქორწინდებით ან საერთოდ შევქმნით თუ არა ოჯახს, გვეყოლება თუ არა ბავშვები და როგორ ვირჩენთ თავს. ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ძლიერი რწმენა გვჭირდება. კარგი იქნება, დავფიქრდეთ: რას ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, ნამდვილად მტკიცედ მჯერა, რომ ამ ქვეყნიერებას მალე ღვთის ახალი ქვეყნიერება ჩაანაცვლებს? მეც მათ გავლენაში ხომ არ ვარ, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს? (მათ. 6:19, 20; ლუკ. 12:16–21). ასე რომ, თუ გვსურს, ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, უნდა განვიმტკიცოთ რწმენა, რომ ახალი ქვეყნიერება, ასე ვთქვათ, ხელის გაწვდენაზეა. ძლიერი რწმენა განსაცდელების დროსაც გვჭირდება. შეიძლება დევნას ვხვდებით, ქრონიკულ დაავადებას ვებრძვით ან სხვა მიზეზით გვაქვს გული გატეხილი. თავიდან შეიძლება განსაცდელებს შემართებით შევხვდეთ, მაგრამ თუ მათ ბოლო არ უჩანს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, ძლიერი რწმენა დაგვჭირდება, რომ გავუძლოთ და სიხარულით განვაგრძოთ ღვთის მსახურება (1 პეტ. 1:6, 7). w23.04 27 ¶4, 5

ხუთშაბათი, 19 ივნისი

განუწყვეტლივ ილოცეთ! (1 თეს. 5:17).

იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ ლოცვის თანახმად ვიმოქმედებთ. მოვიყვანოთ ერთი პირობითი სიტუაცია: ძმა იეჰოვას სთხოვს, რომ კონგრესის დღეებში დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლოს. როგორ შეიძლება იეჰოვამ უპასუხოს მის თხოვნას? მან შეიძლება ძმას გაბედულება შემატოს, თუმცა ძმამაც უნდა გააკეთოს თავისი გასაკეთებელი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, დაელაპარაკოს დამსაქმებელს. ის იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ სხვა თანამშრომელს გადაუცვალოს სამუშაო დღე ან საერთოდ უხელფასო შვებულება სთხოვოს დამსაქმებელს. იეჰოვა მოელის, რომ დაჟინებით ვილოცებთ. ლუკას 11:9-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ზოგჯერ იეჰოვამ შეიძლება ჩვენს ლოცვას მალევე არ უპასუხოს. ასე რომ, ნუ დაყრით ფარ-ხმალს! დაჟინებით და მთელი გულით ილოცეთ (ლუკ. 18:1–7). ამ შემთხვევაში იეჰოვა დაინახავს, რომ თქვენი სათხოვარი უბრალოდ ახირება არ არის და ბოლომდე ხართ დარწმუნებული მის ძალაში. w23.11 22 ¶10, 11

პარასკევი, 20 ივნისი

იმედი არ გაგვაწბილებს (რომ. 5:5).

იეჰოვა თავის მეგობარ აბრაამს დაჰპირდა, რომ დედამიწის ყველა ერი მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (დაბ. 15:5; 22:18). აბრაამი იმდენად ენდობოდა ღმერთს, რომ ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი მის დანაპირებში. თუმცა წლები წლებს მისდევდა. აბრაამი უკვე 100 წლის იყო, სარა კი – 90-ის, მაგრამ მათ შვილი არა და არ უჩნდებოდათ (დაბ. 21:1–7). მიუხედავად ამისა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „[აბრაამი] მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი“ (რომ. 4:18). როგორც ვიცით, აბრაამს იმედი არ გაუმტყუნდა და ნანატრი ვაჟი შეეძინა, რომელსაც ისაკი დაარქვა. რა იყო იეჰოვასადმი მისი ნდობის საფუძველი? აბრაამი „სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულება შეეძლო“, რადგან მასთან ახლო, მტკიცე ურთიერთობა ჰქონდა (რომ. 4:21). აბრაამმა თავისი რწმენის წყალობით ღვთის კეთილგანწყობა პოვა და მის თვალში მართლად ჩაითვალა (იაკ. 2:23). w23.12 8 ¶1, 2

შაბათი, 21 ივნისი

მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში ორგული კი ბევრშიც ორგულია (ლუკ. 16:10).

სანდო ახალგაზრდა ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს იესო გვაძლევს. იეჰოვასგან მიღებულ დავალებებს ის უპასუხისმგებლოდ და დაუდევრად არასოდეს ეკიდებოდა, როგორი რთული შესასრულებელიც არ უნდა ყოფილიყო. ხალხის, განსაკუთრებით კი თავისი მოწაფეების, სიყვარულით აღძრულმა საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო (იოან. 13:1). ნუ დაიშურებთ ძალისხმევას, რომ ნებისმიერი დავალება პირნათლად შეასრულოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ არ იცით რა როგორ გააკეთოთ, თავმდაბლობა გამოავლინეთ და დახმარებისთვის მოწიფულ ძმებს მიმართეთ. მინიმუმით ნუ დაკმაყოფილდებით. მზად იყავით, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე მოგეთხოვებათ (რომ. 12:11). ყველაფერი ისე აკეთეთ, „თითქოს იეჰოვასთვის აკეთებდეთ და არა ადამიანებისთვის“ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ (კოლ. 3:23). თუმცა გახსოვდეთ, შეცდომები გარდაუვალია. ამიტომ მოკრძალება გმართებთ, რომ აღიაროთ ისინი (იგავ. 11:2). w23.12 26 ¶8

კვირა, 22 ივნისი

კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს (იერ. 17:7).

ნათლობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა. ამ დროს ის იეჰოვას ოჯახის წევრი ხდება, რაც უდიდესი პატივია. ალბათ ყველა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, დაეთანხმება ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ შენს ეზოებში დასამკვიდრებლად“ (ფსალმ. 65:4). ვის იახლოებს იეჰოვა თავის ეზოებში დასამკვიდრებლად? იეჰოვა მხოლოდ მათ უახლოვდება, ვისაც ამის სურვილი აქვს (იაკ. 4:8). ნათლობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა იეჰოვასთან კიდევ უფრო განსაკუთრებულ სახეს იძენს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ გვაკურთხებს იეჰოვა უხვად, თავისი დაპირებისამებრ (მალ. 3:10; იერ. 17:8). იეჰოვასთვის მიცემული აღთქმა ყველა მონათლულ ქრისტიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვეცადოთ, ზუსტად მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს, დავიცვათ მისი მითითებები და მაშინაც ვუერთგულოთ აღთქმულს, როცა ცდუნებების წინაშე აღმოვჩნდებით ან რწმენის გამოცდებს შევხვდებით (ეკლ. 5:4, 5; მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 2:21). w24.03 8 ¶1–3

ორშაბათი, 23 ივნისი

მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს (დაბ. 2:24).

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ცოლ-ქმარს ერთად დროის გატარება არ სიამოვნებს. არსებობს გამოსავალი? როცა კოცონის დანთება გვინდა, ჯერ პატარა ცეცხლს ვანთებთ, შემდეგ კი ნელ-ნელა შეშის დიდ ნაჭრებს შევუკეთებთ ხოლმე, რომ ცეცხლი უფრო აბრიალდეს. თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ, „იაჰის ალი“ ისევ რომ ააბრიალოთ. მაგალითად, თავიდან დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა დრო გაატარეთ ერთად და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ორივეს მოგწონთ (იაკ. 3:18). პატივისცემა ოჯახში უაღრესად მნიშვნელოვანია. ის რაღაცით ჟანგბადს ჰგავს, რომლის გარეშეც ცეცხლი ვერ აბრიალდება და მალევე ჩაქრება. მსგავსად, პატივისცემის გარეშე დაქორწინებულებს სიყვარული გაუნელდებათ. მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან, პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს, მათი „სიყვარულის ალიც“ მუდამ იგიზგიზებს. w23.05 22 ¶9; 24 ¶14, 15

სამშაბათი, 24 ივნისი

როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე (ფსალმ. 94:19).

ძველად მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს შიშის ზარს სცემდა მტრების თავდასხმა თუ სხვადასხვა განსაცდელი (ფსალმ. 18:4; 55:1, 5). შეიძლება ჩვენც გვავიწროებდნენ სკოლასა თუ სამსახურში ან ოჯახის წევრებისა თუ მთავრობის მხრიდან ვხვდებოდეთ წინააღმდეგობას. ჩვენ არც სასიკვდილო დაავადებებისგან ვართ დაზღვეული. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება თავი ჩვილი ბავშვივით უმწეოდ ვიგრძნოთ. რას აკეთებს იეჰოვა ამ დროს ჩვენ დასახმარებლად? ის გვანუგეშებს და გვამშვიდებს. ამიტომ რეგულარულად გამოყავით დრო იეჰოვასთან ურთიერთობისთვის. ამისთვის საჭიროა, ილოცოთ და იკითხოთ მისი სიტყვა (ფსალმ. 77:1, 12–14). თუ ასე მოიქცევით, დიდი ალბათობით, სტრესულ სიტუაციაში მაშინვე ზეციერ მამას მიმართავთ დახმარებისთვის. გაანდეთ იეჰოვას თქვენი შიშები და საწუხარი და მასაც მიეცით შესაძლებლობა, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით დაგელაპარაკოთ და განუგეშოთ (ფსალმ. 119:28). w24.01 24, 25 ¶14–16

ოთხშაბათი, 25 ივნისი

ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ (ფილ. 2:13).

სულიერი მიზნების მისაღწევად მთავარი სურვილის ანუ მოტივაციის ქონაა. მოტივირებულ ადამიანს ძლიერი სურვილი უბიძგებს, რომ მიაღწიოს მიზანს. რაც უფრო ძლიერია სურვილი, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მივაღწევთ მიზანს. რა უნდა გააკეთოთ, რომ მოტივაცია არ დაკარგოთ? იეჰოვას სთხოვეთ, გაგიძლიეროთ სურვილი. იეჰოვას შეუძლია თავისი წმინდა სულით მიზნის მისაღწევად სურვილი გაგვიძლიეროს. ზოგჯერ მიზანს იმიტომ ვისახავთ, რომ გონებით გვესმის ამის აუცილებლობა, რაშიც თავისთავად ცუდი არაფერია. თუმცა ამ დროს მიზნის მიღწევის სურვილი დიდად შეიძლება არ გვქონდეს. იფიქრეთ იმაზე, რაც იეჰოვას თქვენთვის გაუკეთებია (ფსალმ. 143:5). პავლე მოციქული ხშირად ფიქრობდა, რამხელა წყალობა გამოავლინა იეჰოვამ მის მიმართ, რაც აღძრავდა, მსახურებაში თავი არ დაეზოგა (1 კორ. 15:9, 10; 1 ტიმ. 1:12–14). ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. რაც მეტად ვიფიქრებთ იმაზე, რაც იეჰოვას ჩვენთვის გაუკეთებია, მით მეტად გაგვიძლიერდება მიზნის მიღწევის სურვილი (ფსალმ. 116:12). w23.05 27 ¶3–5

ხუთშაბათი, 26 ივნისი

ადიდეთ იეჰოვას სახელი! (ფსალმ. 113:1).

ჩვენს ზეციერ მამას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ მის სახელს ვადიდებთ (ფსალმ. 119:108). ნიშნავს ეს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანივით მასაც თვითშეფასების ასამაღლებლად სჭირდება ქება? ცხადია, არა. როცა ზეციერ მამას განვადიდებთ, ჩვენზე ნათქვამ სიცრუესაც ვაბათილებთ. სატანა ამტკიცებს, რომ ღმერთს ბოლომდე არცერთი ადამიანი არ უერთგულებს და, რომ მას მაშინვე შეაქცევენ ზურგს, როგორც კი რაიმე სირთულე იჩენს თავს (იობ. 1:9–11; 2:4). თუმცა იობმა დაამტკიცა, რომ სატანა ცრუა. რისი თქმა შეიძლება თქვენზე? თქვენც უერთგულებთ იეჰოვას და განადიდებთ მის წმინდა სახელს? (იგავ. 27:11). მართლაც, რა უნდა იყოს ამაზე დიდი პატივი ჩვენთვის! w24.02 8, 9 ¶3–5

პარასკევი, 27 ივნისი

ერწმუნეთ მის წინასწარმეტყველებს და ხელი მოგემართებათ! (2 მატ. 20:20).

იეჰოვამ თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად მსაჯულები დანიშნა. მეფეების დროს კი ამ მიზნით წინასწარმეტყველებს ირჩევდა. ღვთისმოშიში მეფეები ყოველთვის ითვალისწინებდნენ წინასწარმეტყველებისგან მიღებულ რჩევებსა თუ მითითებებს. მაგალითად, მეფე დავითმა თავმდაბლურად მიიღო წინასწარმეტყველი ნათანისგან შეგონება (2 სამ. 12:7, 13; 1 მატ. 17:3, 4). მეფე იეჰოშაფატი მიჰყვა წინასწარმეტყველი იახაზიელის მითითებას და თავის ხალხსაც მოუწოდა, მინდობოდნენ ღვთის წინასწარმეტყველებს (2 მატ. 20:14, 15). განსაცდელში მყოფმა მეფე ხიზკიამაც ესაიას მიმართა დახმარებისთვის (ეს. 37:1–6). იეჰოვა ყოველთვის აკურთხებდა მის მორჩილ მეფეებს და ხალხსაც მშვიდობით აცხოვრებდა (2 მატ. 20:29, 30; 32:22). ფაქტია, ის წინასწარმეტყველების მეშვეობით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს. w24.02 21 ¶8

შაბათი, 28 ივნისი

საერთო არაფერი გქონდეთ მათთან (ეფეს. 5:7).

სატანის სურვილია, ისეთ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა, რომლებიც არად აგდებენ იეჰოვას ნორმებს, რადგან იცის, რომ ამ შემთხვევაში გაგვირთულდება ღვთის მოსაწონად მოქცევა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეფესოელი ქრისტიანებისგან განსხვავებით, ჩვენზე გავლენას მხოლოდ ისინი კი არ ახდენენ, ვისთანაც პირისპირ ვურთიერთობთ, არამედ ისინიც, ვისაც სოციალური ქსელებით ვეცნობით. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის სწორი და არასწორი, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ მოვექცეთ ქვეყნიერების ზეგავლენაში (ეფეს. 4:19, 20). კარგი იქნება, დავფიქრდეთ: მაქსიმალურად ვერიდები ზედმეტ ურთიერთობას მათთან, ვინც არად აგდებს იეჰოვას ნორმებს, იქნებიან ესენი თანაკლასელები, თანამშრომლები თუ სხვები? მტკიცედ ვიცავ ჩემს პოზიციას იმ შემთხვევაშიც, თუ ამის გამო არატოლერანტულობაში დამდებენ ბრალს? მეტიც, როგორც 2 ტიმოთეს 2:20–22-დან ჩანს, მეგობრების არჩევისას ქრისტიანულ კრებაშიც გვმართებს სიფრთხილე. ამის მიზეზი ისაა, რომ შეიძლება ზოგმა ქრისტიანმაც კი ვერ მოახდინოს ჩვენზე კარგი ზეგავლენა. w24.03 22, 23 ¶11, 12

კვირა, 29 ივნისი

თანამგრძნობი და . . . გულმოწყალეა იეჰოვა! (იაკ. 5:11).

როგორი წარმოგიდგენიათ იეჰოვა? მართალია, ის ადამიანის თვალისთვის უხილავია, მაგრამ ბიბლიაში მაინც ვხვდებით მის სხვადასხვა აღწერილობას. მაგალითად, მასზე ნათქვამია, რომ ის არის „მზე და ფარი“ და „შთამნთქმელი ცეცხლი“ (ფსალმ. 84:11; ებრ. 12:29). ეზეკიელმა იხილა, რომ იეჰოვა ოქროსა და ვერცხლის შენადნობივით ელვარებდა, საფირონისებრ ტახტზე იჯდა და მბრწყინავი ცისარტყელით იყო გარემოცული (ეზეკ. 1:26–28). რაკი ღმერთი უხილავია, ზოგს უჭირს იმის აღქმა, რომ ის რეალური პიროვნებაა, რომელსაც ვუყვარვართ. ზოგიც მძიმე წარსულის გამო ვერ იჯერებს, რომ იეჰოვას უყვარს. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გჯეროდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის თქვენი და ისიც კარგად უწყის, რა კვალს ტოვებს ასეთი წარსული ადამიანზე. თავის სიყვარულში რომ დაგვარწმუნოს, ის ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს თავს. იეჰოვას პიროვნებას საუკეთესოდ ასახავს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ყველა საქმის მიღმა სიყვარული დგას. მისი სიყვარული იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველია, რომ მათაც კი სიყვარულით ეპყრობა, ვინც მსგავსი გრძნობით არ არის განმსჭვალული მის მიმართ (მათ. 5:44, 45). w24.01 26 ¶1–3

ორშაბათი, 30 ივნისი

ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა მათ (ფსალმ. 99:7).

იეჰოვამ ისრაელის ეგვიპტიდან გამოსაყვანად მოსე აირჩია და ამაში დასარწმუნებლად მათ ხილული ნიშანიც მისცა – დღისით ისინი ღრუბლის სვეტს ხედავდნენ, ღამით კი – ცეცხლის სვეტს (გამ. 13:21). სვეტმა მოსე და ისრაელები წითელ ზღვასთან მიიყვანა. მაგრამ, როცა ხალხმა დაინახა, რომ ეგვიპტელთა ჯარი მისდევდათ და გასაქცევი არსად ჰქონდათ, ძალიან შეეშინდათ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ, სინამდვილეში, მათ მოსე კი არა, იეჰოვა ხელმძღვანელობდა (გამ. 14:2). სწორედ იეჰოვამ მიიყვანა ისინი წითელ ზღვასთან, რათა სასწაულებრივად დაეხსნა ეგვიპტელთა ხელიდან (გამ. 14:26–28). მოსე მომდევნო 40 წლის განმავლობაშიც მიჰყვებოდა ღრუბლის სვეტს, რადგან ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა სწორედ ამ სვეტის მეშვეობით მიუძღოდა თავის ხალხს (გამ. 33:7, 9, 10). სვეტიდან იეჰოვა მოსეს ესაუბრებოდა, ის კი, თავის მხრივ, მიღებულ მითითებებს ხალხს გადასცემდა. ნამდვილად, ისრაელებს იმის ყველანაირი მტკიცებულება ჰქონდათ, რომ იეჰოვა მათ მოსეს მეშვეობით უწევდა ხელმძღვანელობას. w24.02 21 ¶4, 5

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება