დაბადება
4 დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და ის დაორსულდა.+ შეეძინა ევას კაენი+ და თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“.+ 2 მოგვიანებით შეეძინა აბელი,+ კაენის ძმა.
აბელი მეცხვარე+ გახდა, კაენი — მიწათმოქმედი.+ 3 გავიდა ხანი და კაენმა მიწის ნაყოფი+ მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად,+ 4 აბელმა კი მიიტანა თავისი ფარის პირველმოგებულიდან,+ ქონთან ერთად.+ იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი,+ 5 კაენი და მისი შესაწირავი კი არ მოიწონა.+ რისხვით აენთო+ კაენი და სახე მოეღუშა. 6 მაშინ იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „რატომ აენთე რისხვით და რატომ მოგეღუშა სახე? 7 თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?!+ მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის.+ იბატონებ მასზე?!“+
8 ამის შემდეგ კაენმა უთხრა აბელს, თავის ძმას: „წამო, მინდორში წავიდეთ“. მინდორში დაჰკრა კაენმა აბელს და მოკლა.+ 9 ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ ჰკითხა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“+ მან მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“+ 10 მაშინ ღმერთმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.+ 11 დაწყევლილი და განდევნილი ხარ ამ მიწიდან,+ რომელმაც გახსნა პირი, რომ შენი ხელიდან შენი ძმის სისხლი მიეღო.+ 12 დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს ნაყოფს.+ დედამიწაზე იხეტიალებ და განდევნილი იქნები“.+ 13 მაშინ კაენმა უთხრა იეჰოვას: „ჩემი დანაშაულის სასჯელი მეტისმეტად ძნელი სატარებელია. 14 აჰა, მაძევებ დღეს ამ მიწიდან და დამალული ვიქნები შენი სახისგან.+ დედამიწაზე ვიხეტიალებ,+ დევნილი ვიქნები და ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“.+ 15 მაშინ იეჰოვამ უთხრა მას: „ნებისმიერს, ვინც კაენს მოკლავს, შვიდჯერ მიეზღვება“.+
ამგვარად იეჰოვამ ნიშანი დაადო კაენს, რომ არც ერთ შემხვედრს არ მოეკლა იგი.+ 16 გაეცალა კაენი იეჰოვას+ და დასახლდა ნოდის* ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17 ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან,+ დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი. კაენმა ქალაქის მშენებლობა დაიწყო და ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის სახელი უწოდა.+ 18 მოგვიანებით ენოქს შეეძინა ირადი. ირადს შეეძინა მეხუალელი, მეხუალელს — მეთუშაელი, მეთუშაელს — ლამექი.
19 ლამექმა ორი ცოლი მოიყვანა; პირველს ერქვა ადა, მეორეს — ცილა. 20 ადას შეეძინა იაბალი. მისგან წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი+ და მესაქონლეები.+ 21 მის ძმას ერქვა იუბალი. მისგან წამოვიდა ყველა მექნარე+ და მესტვირე.+ 22 ცილას კი შეეძინა თუბალ-კაენი, სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის+ მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაამა. 23 ლამექმა ასეთი სიტყვები შეთხზა და თავის ცოლებს, ადასა და ცილას უთხრა:
„ისმინეთ ჩემი ხმა, ლამექის ცოლებო,
ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს:
კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა,
ახალგაზრდა, რომელმაც დამარტყა.
25 კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მას ვაჟი შეეძინა. შეთი*+ დაარქვა, თქვა, ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლაო იგი.+ 26 შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში+ დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება.+