საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
ქართული პუბლიკაციები (1992—2027)
გამოსვლა
შესვლა
საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
განცხადება
დაემატა ახალი ენა: Aymara (Southern)
  • დღეს

ორშაბათი, 9 ნოემბერი

იეჰოვას მოშიშებს პატივს სცემს (ფსალმ. 15:4).

როგორც დღევანდელი მუხლიდან ჩანს, იეჰოვას მოშიშებს პატივს უნდა ვცემდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად ვეცადოთ, სიკეთე გავუკეთოთ მათ (რომ. 12:10). კონკრეტულად როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ერთ-ერთ მხარეზე ამავე მუხლის მეორე ნაწილი ამახვილებს ყურადღებას, საიდანაც ვიგებთ, რომ იეჰოვას სტუმარი „არ ცვლის დანაპირებს, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს“. მაგალითად, ის ყოველთვის უერთგულებს ქორწინების აღთქმას, ხოლო თუ შვილები ჰყავს, არასდროს გატეხს მათთვის მიცემულ პირობას. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, ამიტომ არ გვინდა, გავტეხოთ სხვებისთვის მიცემული სიტყვა. ეს ხომ მათ დიდ ტკივილს მიაყენებს (მათ. 5:37). იეჰოვას მეგობრებისადმი პატივისცემას იმ შემთხვევაშიც გამოვხატავთ, თუ მივბაძავთ იეჰოვას და სტუმართმოყვარეები და ხელგაშლილები ვიქნებით (რომ. 12:13). კარგი იქნება, მხოლოდ კრებითა და მსახურებით არ შემოვიფარგლოთ და თანაქრისტიანებთან ერთად თავისუფალი დროც გავატაროთ. ამგვარად მათაც მეტად დავუახლოვდებით და იეჰოვასაც. w24.06 12 ¶15, 16

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026

სამშაბათი, 10 ნოემბერი

ვინ არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს?! (ფსალმ. 8:4).

იეჰოვა მხოლოდ თავმდაბლებს უმჟღავნებს ჭეშმარიტებას (მათ. 11:25). თავმდაბლობის გარეშე ვერ გავაცნობიერებდით, რომ ჭეშმარიტების გასაგებად სხვების დახმარება გვჭირდებოდა (საქ. 8:30, 31). თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ სიამაყე არ შემოგვეპაროს და იმდენად არ გავხდეთ დარწმუნებული საკუთარი შეხედულებების სისწორეში, რომ ბიბლიური პრინციპები და იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული მითითებები მხედველობიდან გამოგვრჩეს. თავმდაბლობა რომ შევინარჩუნოთ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რა მდგომარეობა გვიკავია იეჰოვასთან შედარებით და როგორი აღმატებულია ის (ფსალმ. 8:3, 4). იეჰოვას უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისგან სასწავლად. ამ შემთხვევაში შევძლებთ, მისი აზრები, რომლებსაც ის ბიბლიისა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიმხელს, საკუთარ შეხედულებებზე წინ დავაყენოთ. გარდა ამისა, ბიბლიის კითხვის დროს უნდა დავუკვირდეთ, საიდან ჩანს, რომ იეჰოვა აფასებს თავმდაბლობას, სიამაყე და ამპარტავნობა კი სძულს. ამ ყველაფრის გაკეთება და სიფრთხილის გამოჩენა განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, თუ რაიმე საპასუხისმგებლო დავალებას მოგვანდობენ. w24.07 10 ¶8, 9

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026

ოთხშაბათი, 11 ნოემბერი

მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა – ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას (ეს. 60:22).

1919 წლიდან იესომ სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი დანიშნა სამქადაგებლო საქმისთვის ორგანიზების გასაწევად და თავისი მიმდევრებისთვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად (ლუკ. 12:42). ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა აკურთხებს ამ ძმების შრომას (ეს. 65:13, 14). სამქადაგებლო საქმის შესრულებას ვერ შევძლებდით, მას ორგანიზება რომ არ ეწეოდეს (მათ. 28:19, 20). ამის უკეთ დასანახვებლად მოვიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, კრებებს განაწილებული რომ არ ჰქონოდათ სამქადაგებლო ტერიტორიები და ყველას იქ ექადაგა, სადაც მოუნდებოდა. დიდი ალბათობით, ზოგი ტერიტორია არაერთხელ დამუშავდებოდა, ზოგი კი საერთოდ უყურადღებოდ დარჩებოდა. სხვა მაგალითიც ხომ არ გახსენდებათ, რომელიც ორგანიზებულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს? დღეს ორგანიზაცია იესოს მიერ დატოვებულ მაგალითს მიჰყვება. w24.04 8, 9 ¶2–4

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება