22 ასე უმღერა+ დავითმა იეჰოვას იმ დღეს, როცა იხსნა ის იეჰოვამ მისი მტრებისა+ და საულის ხელიდან.+ 2 ასე მღეროდა:
„იეჰოვაა ჩემი კლდე,+ ჩემი ციხესიმაგრე+ და მხსნელი.+
3 ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა!+ თავს შევაფარებ მას,
ჩემს ფარსა+ და ხსნის რქას,+ თავშესაფარს მაღლობზე,+
ჩემს თავშესაფარს,+ ჩემს მხსნელს.+ შენ მიხსნი ძალადობისგან!+
4 მოვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,+
და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.+
5 მომაწყდნენ დამღუპველი ზვირთები;+
უვარგისი ხალხის მოზღვავება თავზარს მცემდა.+
6 სამარის საბელები შემომეხვია+ და
სიკვდილის მახეებს წავაწყდი.+
7 გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას,+
ვუხმობდი ჩემს ღმერთს.+
თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა;+
მისწვდა მის ყურს ჩემი ხმა, შველას რომ ვთხოვდი.+
8 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+
შეტორტმანდა ცის საძირკვლები,+
ირყეოდა, რადგან განრისხდა იგი.+
9 კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+
აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.+
10 მოდრიკა ზეცა და ჩამოვიდა.+
შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ.+
11 ქერუბიმზე ამხედრებული+ მოფრინავდა,
სულის ფრთებზე+ გამოჩნდა.
12 თავის კარვად აქცია სიბნელე,+
შავი წყლები და სქელი ღრუბლები.+
13 ბრწყინვალებით მის წინაშე ნაკვერჩხლები აგიზგიზდნენ.+
14 ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+
უზენაესის ხმა გაისმა.+
15 ისრებს უშვებდა მათ გასაფანტავად,+
ელვას უშვებდა, თავგზა რომ აებნია მათთვის.+
16 გამოჩნდა ზღვის კალაპოტები,+
გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+
რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+
17 ზემოდან გამომიწოდა ხელი და ამიყვანა,+
დიდი წყლებიდან ამომიყვანა.+
18 მიხსნა ძლიერი მტრისგან+
და ჩემს მოძულეთაგან, რადგან ჩემზე ძლიერები იყვნენ.+
19 უბედურების დღეს დამიპირისპირდნენ,+
მაგრამ იეჰოვა მყავდა საყრდენად.+
20 გაშლილ ადგილზე გამომიყვანა;+
მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+
21 იეჰოვა ჩემი სიმართლისამებრ მაჯილდოებს+
და ჩემი სუფთა ხელების მიხედვით მომიზღავს;+
22 ვინაიდან ვიცავდი იეჰოვას გზებს,+
ბოროტება არ ჩამიდენია და არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს;+
23 მისი სამართალი ჩემ წინაშეა+
და არ გადავუხვევ მის წესებს.+
24 უბიწო+ ვიქნები მის წინაშე
და თავს დავიცავ დანაშაულისგან.+
25 იეჰოვამ მომიზღოს ჩემი სიმართლისამებრ+
და ჩემი სიწმინდისამებრ მის თვალთა წინაშე!+
26 ერთგულს ერთგულებით უპასუხებ+
და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი;+
27 წმინდისთვის წმინდა იქნები,+
ხოლო მზაკვარს ისე მოექცევი, რომ მოტყუვდება.+
28 თავმდაბალ ხალხს იხსნი,+
მაგრამ შენი თვალები ამპარტავანთა წინააღმდეგაა, რათა დაამცირო ისინი.+
29 იეჰოვა, შენ აანთებ ჩემს ლამპარს.+
იეჰოვა გამინათებს ბნელს.+
30 შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს,+
ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ.+
31 სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა,+
წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+
ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+
32 ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+
ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+
33 ჩემი სიმაგრეა ჭეშმარიტი ღმერთი,+
ის გამისრულყოფილებს გზას,+
34 ფურირმის ფეხებს მომცემს+
და მაღლობზე დამაყენებს.+
35 ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის+
და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს.+
36 შენ მომცემ შენი ხსნის ფარს,+
შენი თავმდაბლობა განმადიდებს.+
37 ფეხის დასადგამ ადგილს გამიფართოებ,+
და კოჭები არ ამიკანკალდება.+
38 დავედევნები ჩემს მტრებს, რომ გავანადგურო,
და არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.+
39 შევმუსრავ და გავაცამტვერებ+ მათ და ვეღარ ადგებიან;+
ჩემს ფეხებთან დაეცემიან.+
40 მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად;+
შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+
41 უკუაქცევ ჩემს მტრებს;+
დავადუმებ ჩემს მოძულეებს.+
42 შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,+
უხმობენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+
43 მიწის მტვრად ვაქცევ მათ,
ქუჩის ტალახივით გავთელავ+
და გავაბრტყელებ.
44 შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან,+
შენ დამიფარავ და ერების მთავარი გავხდები.+
მომემსახურება უცხო ხალხი.+
45 უცხოელები ფეხქვეშ გამეგებიან;+
დამემორჩილებიან ისინი და მომისმენენ.+
46 დაუძლურდებიან უცხოელები
და აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.+
47 ცოცხალია იეჰოვა,+ კურთხეული იყოს ჩემი კლდე;+
განდიდდეს ღმერთი, ჩემი ხსნის კლდე!+
48 ჭეშმარიტი ღმერთი შურს იძიებს ჩემთვის;+
ის მიმორჩილებს ხალხებს,+
49 ის მიხსნის მტრებისგან.+
შენ ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა;+
მიხსნი მოძალადისგან.+
50 ამიტომაც მადლობას მოგიძღვნი ერებს შორის, იეჰოვა,+
ქებას ვუმღერებ შენს სახელს,+
51 მას, ვინც დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+
სიკეთეს ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+
დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად“.+