2 მეფეები
4 წინასწარმეტყველთა ძეების*+ ცოლებიდან ერთმა ქალმა ელისეს შეღაღადა: „მკვდარია ჩემი ქმარი, შენი მსახური. კარგად იცი, რომ იეჰოვას შიში+ ჰქონდა შენს მსახურს, მევალემ+ მომაკითხა და ჩემი ორივე შვილი მონებად მიჰყავს“. 2 ელისემ ჰკითხა: „რა გაგიკეთო?+ მითხარი, რა გაქვს სახლში?“ მან მიუგო: „ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს შენს მოახლეს“.+ 3 მან უთხრა: „წადი, ჭურჭელი ითხოვე მეზობლებისგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი შეაგროვე. 4 შედით სახლში, კარი ჩაიკეტეთ შენ და შენმა ვაჟებმა, გაავსეთ ყველა ჭურჭელი ზეთით და გვერდზე გადადგით“. 5 ისიც წავიდა.
ჩაიკეტეს კარი მან და მისმა ვაჟებმა, აწვდიდნენ მას ჭურჭელს და ისიც ავსებდა.+ 6 ჭურჭელი რომ აივსო, მან თავის ერთ-ერთ ვაჟს უთხრა: „ერთიც მომეცი“,+ მაგრამ მან მიუგო: „მეტი აღარ არის“. და ზეთიც შეწყდა.+ 7 წავიდა და ამ ამბავს ჭეშმარიტი ღვთის კაცს მოუყვა, მან კი უთხრა: „წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე ვალები,+ დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა“.+
8 ერთ დღეს ელისე შუნემში+ მიდიოდა, სადაც ერთი ცნობილი ქალი ცხოვრობდა; დაჟინებით სთხოვდა+ ქალი, რომ პური ეჭამა. რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ შეივლიდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. 9 ბოლოს უთხრა ქალმა ქმარს:+ „ვიცი, რომ წმინდაა ეს ღვთის კაცი,+ ჩვენთან რომ შემოივლის ხოლმე. 10 მოვუწყოთ პატარა ოთახი+ კედელთან, დავუდგათ ტახტი, მაგიდა, სკამი და ლამპარი,+ და როცა შემოგვივლის, იქ შევიდეს“.+
11 ერთ დღესაც, როცა ჩვეულებისამებრ მივიდა იქ, იმ ოთახში შევიდა და დაწვა. 12 უთხრა მან გეხაზს,+ თავის მსახურს: „დაუძახე იმ შუნამელ+ ქალს“. მანაც დაუძახა, რომ მისულიყო ქალი მასთან. 13 მან სთხოვა თავის მსახურს: «ასე უთხარი: „შენ ჩვენი გულისთვის ასე წუხდები+ და რა გაგიკეთო?+ გინდა, მეფეს+ ან მხედართმთავარს+ ვთხოვო რამე შენზე?“» მან მიუგო: „მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ“.+ 14 მაშინ თავის მსახურს ჰკითხა: „მაშ, რა გავაკეთოთ ამ ქალისთვის?“ გეხაზმა მიუგო: „შვილი არა ჰყავს,+ ქმარი კი მოხუცია“. 15 მან მაშინვე უთხრა: „დაუძახე“. მანაც დაუძახა; ქალი შესასვლელთან იდგა. 16 მან უთხრა: „გაისს ამ დროს ვაჟს ჩაიხუტებ“.+ მან მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ჭეშმარიტი ღვთის კაცო, ნუ მოატყუებ შენს მოახლეს“.
17 დაორსულდა ქალი და ერთი წლის თავზე, იმ დროს, ვაჟი+ გააჩინა, როგორც ელისეს ჰქონდა ნათქვამი.+ 18 გაიზარდა ბავშვი; ერთ დღესაც მამამისს გაჰყვა მომკელებთან ერთად.+ 19 მამამისს ეუბნებოდა: „ვაი, თავი, თავი!“+ ბოლოს მან თავის მსახურს უთხრა: „დედამისს წაუყვანე“.+ 20 მანაც წაიყვანა იგი და დედამისს მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და ბოლოს მოკვდა.+ 21 აიყვანა მან და ჭემშარიტი ღვთის+ კაცის ტახტზე+ დააწვინა, კარი გამოიკეტა და გამოვიდა. 22 დაუძახა თავის ქმარს და სთხოვა: „გამომიგზავნე რომელიმე მსახური და ერთი ჭაკი ვირი, ჭეშმარიტი ღვთის კაცთან გავიქცევი და დავბრუნდები“.+ 23 მან მიუგო: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს არც ახალმთვარობაა+ და არც შაბათი“. მან მიუგო: „ყველაფერი კარგად არის“. 24 შეკაზმა მან ვირი+ და უთხრა თავის მსახურს: „წაუძეხი და იარე! არ გაჩერდე, სანამ მე არ გეტყვი“.
25 წავიდა და მივიდა ჭეშმარიტი ღვთის კაცთან ქარმელის მთაზე. როგორც კი მოჰკრა მას თვალი ჭეშმარიტი ღვთის კაცმა, თავის მსახურ გეხაზს უთხრა:+ „ნახე, შუნამელი ქალი! 26 გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, როგორ არის, როგორა ჰყავს ქმარ-შვილი“. ქალმა მიუგო: „ყველაფერი კარგად არის“. 27 ჭეშმარიტი ღვთის კაცთან რომ ავიდა მთაზე, ფეხებში ჩაუვარდა.+ მივიდა გეხაზი, რომ მოეცილებინა ის,+ მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა+ უთხრა: „თავი დაანებე,+ სულგამწარებულია.+ დამიმალა იეჰოვამ+ და არ მითხრა“. 28 მან უთხრა: „ვთხოვე ჩემს ბატონს შვილი? ხომ გითხარი, ტყუილად ნუ დამაიმედებ-მეთქი?“+
29 მან მაშინვე უთხრა გეხაზს:+ „შემოისარტყლე წელი,+ აიღე ჩემი ჯოხი+ და წადი. გზაში შემხვედრს არავის მიესალმო,+ და თუ ვინმე მოგესალმება, არაფერი უპასუხო. სახეზე დაადე ყმაწვილს ჩემი ჯოხი“.+ 30 ამაზე ბავშვის დედამ მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა+ და ცოცხალია შენი სული,+ თავს არ დაგანებებ!“+ ისიც ადგა და გაჰყვა. 31 გეხაზი მათზე ადრე მივიდა და დაადო ყმაწვილს სახეზე ჯოხი, მაგრამ მას არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა.+ უკან გაბრუნდა მასთან შესახვედრად და უთხრა: „არ იღვიძებს ყმაწვილი“.+
32 შევიდა ელისე სახლში და, აი, ყმაწვილი მკვდარი წევს ტახტზე.+ 33 მივიდა, ორივესგან განცალკევდა,+ კარი ჩაიკეტა და ლოცვით მიმართა იეჰოვას.+ 34 ბოლოს ადგა, ზემოდან დააწვა ბავშვს,+ პირი პირზე დაადო, თვალები — თვალებზე, ხელისგულები — ხელისგულებზე და ასე იყო. ნელ-ნელა გაუთბა ბავშვს სხეული. 35 გაიარ-გამოიარა ოთახში, მივიდა და ისევ დააწვა მას ზემოდან. ბავშვმა შვიდჯერ დააცემინა და თვალები გაახილა.+ 36 დაუძახა გეხაზს და უთხრა: „დაუძახე შუნამელ+ ქალს“. მანაც დაუძახა და ისიც მივიდა. მან უთხრა: „აიყვანე შენი ვაჟი“.+ 37 მივიდა იგი, ფეხებში ჩაუვარდა, პირქვე დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა,+ მერე აიყვანა თავისი ვაჟი და გავიდა.+
38 დაბრუნდა ელისე გილგალში;+ დიდი შიმშილობა+ იყო იმ მიწაზე. წინასწარმეტყველთა ძეები*+ ისხდნენ მის წინაშე,+ როცა მან თავის მსახურს უთხრა:+ „დადგი დიდი ქვაბი და შეჭამანდი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეებს“.+ 39 გავიდა ერთი კაცი ბალბის+ მოსაკრეფად, ველური მცენარე იპოვა და მთელი კალთა ველური გოგრა დაკრიფა, მივიდა და ჩაჭრა ქვაბში; არავინ იცოდა, ეს რა იყო. 40 დაუსხა კაცებს, რომ ეჭამათ. შუა ჭამაში ყვირილი დაიწყეს: „სიკვდილია ქვაბში,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცო!“+ და ვეღარ ჭამდნენ. 41 მან თქვა: „ფქვილი მოიტანეთ“. ჩაყარა ფქვილი და თქვა: „დაუსხი, რომ ჭამონ“. ქვაბში ცუდი აღარაფერი იყო.+
42 მოვიდა ერთი კაცი ბაალ-შალიშიდან+ და ჭეშმარიტი ღვთის კაცს მოუტანა+ პირველმოწეული პური,+ ოცი ქერის პური+ და ახალი მარცვლეული პურის ჩანთით. მან უთხრა: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ“.+ 43 მისმა მსახურმა კი ჰკითხა: „როგორ ჩამოვურიგო ას კაცს?“+ მან მიუგო: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ, რადგან იეჰოვამ თქვა, შეჭამენ და კიდეც დარჩებაო“.+ 44 მიუტანა მან. მათაც ჭამეს და დარჩათ კიდეც, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+