2 მატიანე
23 მეშვიდე წელს გამბედაობა მოიკრიბა იეჰოიადამ+ და შეთანხმება დაუდო ასისთავებს:+ აზარია იეროხამის ძეს, ისმაელ იეჰოხანანის ძეს, აზარია ობედის ძეს, მაასეია ადაიას ძესა და ელიშაფატ ზიქრის ძეს. 2 მოიარეს მათ იუდა, შეკრიბეს იუდას ქალაქებიდან ლევიანები,+ ისრაელის საგვარეულოთა+ თავკაცები+ და იერუსალიმში მივიდნენ. 3 მთელმა კრებულმა შეთანხმება+ დადო მეფესთან ჭეშმარიტი ღვთის სახლში,+ რის შემდეგაც იეჰოიადამ უთხრა მათ:
„აი, უფლისწული+ იმეფებს+ იეჰოვას დაპირებისამებრ, დავითის ვაჟებზე+ რომ თქვა. 4 აი რას გააკეთებთ: თქვენგან, შაბათს+ შემომსვლელ მღვდელთაგან+ და ლევიანთაგან,+ ერთი მესამედი კარის მცველი+ იქნება, 5 მეორე მესამედი მეფის სასახლესთან+ იქნება და ერთი მესამედიც — საძირკვლის+ კარიბჭესთან, მთელი ხალხი კი იეჰოვას სახლის ეზოებში+ იქნება. 6 არავინ შეუშვათ იეჰოვას სახლში+ მღვდლებისა და მომსახურე ლევიანების გარდა.+ მხოლოდ ისინი შევლენ, რადგან ესაა წმინდა ჯგუფი,+ და შეასრულებს მთელი ხალხი თავის ვალდებულებას იეჰოვას წინაშე. 7 გარს შემოერტყან მეფეს ლევიანები,+ თითოეული თავისი იარაღით ხელში; ვინც კი სახლში შემოვა, უნდა მოკვდეს. მეფესთან იყავით მისი შესვლისას და გასვლისას“.
8 ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და მთელმა იუდამ, როგორც მღვდელ იეჰოიადას+ ჰქონდა ნაბრძანები.+ წაიყვანა თითოეულმა თავისი ხალხი, შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან+ ერთად, რადგან მღვდელ იეჰოიადას არ დაუთხოვია ჯგუფები.+ 9 დაურიგა მღვდელმა იეჰოიადამ ასისთავებს+ მეფე დავითის+ შუბები, ფარები,+ მათ შორის მრგვალი ფარები, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის სახლში იყო.+ 10 მან დააყენა მთელი ხალხი,+ თითოეული თავისი იარაღით ხელში სახლის მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის გარშემო. 11 შემდეგ გამოიყვანეს უფლისწული,+ დაადგეს მას გვირგვინი,+ დაადეს მოწმობა+ და გაამეფეს; სცხეს+ ის იეჰოიადამ და მისმა ვაჟებმა და თქვეს: „იცოცხლოს მეფემ!“+
12 შემოესმა ათალიას ხალხის ხმა, მირბოდნენ ისინი და აქებდნენ მეფეს,+ და მაშინვე იეჰოვას სახლში შეკრებილ ხალხთან მივიდა. 13 დაინახა შესასვლელში თავის სვეტთან+ მდგომი მეფე და მეფესთან ერთად მთავრები+ და მესაყვირეები;+ ხარობდა+ იმ ქვეყნის ხალხი და საყვირებს აყვირებდა,+ ხარობდნენ მგალობლები+ საკრავებით ხელში და ისინი, ვინც ხოტბის შესხმას უძღვებოდნენ. მაშინ ტანსაცმელი შემოიხია ათალიამ და დაიყვირა: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“+ 14 გამოიყვანა მღვდელმა იეჰოიადამ ჯარის ასისთავები და უბრძანა მათ: „მოაშორეთ ის რიგებს;+ ვინც მას გაჰყვება, მახვილით მოკვდება!“ რადგან ნათქვამი ჰქონდა, იეჰოვას სახლში არ მოკლათო ის. 15 ხელი სტაცეს მას, მიიყვანეს მეფის სასახლის ცხენის კარიბჭის შესასვლელთან და იქ მოკლეს.+
16 მაშინ შეთანხმება დადო იეჰოიადამ თავის თავთან, მთელ ხალხთან და მეფესთან, რომ კვლავაც იეჰოვას ხალხი+ იქნებოდნენ. 17 ამის შემდეგ მთელი ხალხი მივიდა ბაალის სახლში და დაანგრია+ ის; დაანგრიეს მისი სამსხვერპლოები+ და დალეწეს მისი ქანდაკებები,+ ბაალის ქურუმი მათანი+ კი სამსხვერპლოების წინ მოკლეს.+ 18 იეჰოიადამ იეჰოვას სახლის საქმეები მღვდლებსა და ლევიანებს ჩააბარა, ჯგუფებად რომ დააყენა დავითმა+ იეჰოვას სახლზე სამეთვალყურეოდ, რათა მოსეს კანონში ჩაწერილის თანახმად შეეწირათ იეჰოვასთვის განკუთვნილი დასაწვავი მსხვერპლი+ და ეს დავითის მითითებისამებრ სიხარულითა და გალობით ეკეთებინათ. 19 იეჰოვას სახლის კარიბჭეებთან მცველები+ დააყენა, რათა გაუწმინდურებულთაგან ვერავინ შესულიყო იქ. 20 წამოიყვანა მან ასისთავები,+ დიდებულები, ხალხის მმართველები და მთელი ხალხი იმ მიწიდან და გამოიყვანა მეფე იეჰოვას სახლიდან.+ ზემო კარიბჭის გავლით მივიდნენ ისინი მეფის სასახლეში და მეფე სამეფო ტახტზე+ დასვეს. 21 ხარობდა იმ მიწის ხალხი+ და მშვიდობა იყო ქალაქში, ათალია კი მახვილით მოკლეს.+