2 მატიანე
27 ოცდახუთი წლისა გამეფდა იოთამი+ და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა,+ ცადოკის ასული. 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ მამამისის, უზიას მსგავსად.+ მისგან განსხვავებით ის იეჰოვას ტაძარში არ შეჭრილა,+ ხალხი კი კვლავაც უკეთურად იქცეოდა.+ 3 მან ააშენა იეჰოვას სახლის ზემო კარიბჭე+ და ოფელის+ გალავანზე დიდი მშენებლობა წამოიწყო. 4 იუდას მთიან+ მხარეში ქალაქები+ ააშენა, ტყიან ადგილებში+ კი ციხესიმაგრეები+ და კოშკები+ ააგო. 5 ებრძოდა ის ამონის ძეთა მეფეს,+ საბოლოოდ სძლია მათ, რის შემდეგაც იმ წელს ასი ვერცხლის ტალანტი, ათი ათასი ქორი+ ხორბალი+ და ამდენივე ქერი+ მისცეს მას ამონის ძეებმა. ამონის ძეებმა ამდენივე მისცეს მას მეორე და მესამე წელს.+ 6 ძლიერდებოდა იოთამი, რადგან სწორი გზა აირჩია იეჰოვას, თავისი ღვთის წინაშე.+
7 იოთამის დანარჩენი საქმეები,+ მისი ომები და მისი საქმეები ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 8 ოცდახუთი წლისა გამეფდა ის და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 9 ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზი+ გამეფდა.