2 მატიანე
29 ოცდახუთი წლისა გამეფდა ხიზკია+ და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბია, ზაქარიას+ ასული. 2 სწორად იქცეოდა ხიზკია იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+ 3 თავისი მეფობის პირველი წლის პირველ თვეს გააღო მან იეჰოვას სახლის კარები და დაიწყო მათი შეკეთება.+ 4 მოიყვანა მღვდლები და ლევიანები და შეკრიბა ისინი მოედანზე,+ აღმოსავლეთით. 5 უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! განიწმინდეთ+ და განწმინდეთ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის სახლი და წმინდა ადგილიდან გამოიტანეთ ყველაფერი, რაც უწმინდურია.+ 6 ორგულად+ იქცეოდნენ ჩვენი მამები და ბოროტებას სჩადიოდნენ იეჰოვას, ჩვენი ღვთის თვალში;+ მიატოვეს ის,+ პირი მოარიდეს იეჰოვას კარავს+ და ზურგი აქციეს მას. 7 დაკეტეს წინკარის კარები,+ ჩამქრალი ჰქონდათ ლამპრები,+ არ აკმევდნენ საკმეველს+ და არ სწირავდნენ ისრაელის ღმერთს დასაწვავ მსხვერპლს წმინდა ადგილზე.+ 8 განრისხდა იეჰოვა+ იუდასა და იერუსალიმზე და ისეთებად აქცია ისინი, რომ ხალხი მათი შემხედვარე შიშისგან ცახცახებდა,+ გაოგნებული+ რჩებოდა და სტვენას+ იწყებდა, რაც საკუთარი თვალითაც დაინახეთ. 9 აი, მახვილით დაეცა ჩვენი მამა-პაპა;+ ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები კი დატყვებულნი იყვნენ ამის გამო.+ 10 ახლა გულით მწადია შეთანხმება+ დავუდო იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რათა აგვარიდოს თავისი მრისხანება. 11 ჩემო შვილებო, არ მოდუნდეთ,+ რადგან თქვენ ამოგარჩიათ იეჰოვამ, რომ მდგარიყავით მის წინაშე და გემსახურათ მისთვის,+ მისი მსახურები+ ყოფილიყავით და შესაწირავი აგებოლებინათ მისთვის!“+
12 ადგნენ ლევიანები:+ მახათი, ამასაის ვაჟი, და იოელი, აზარიას ვაჟი, — კეჰათელთაგან;+ კიში, აბდის ვაჟი, და აზარია, იეჰალელელის ვაჟი, — მერარის ძეთაგან;+ იოახი, ზიმას ვაჟი, და ედემი, იოახის ვაჟი, — გერშონელთაგან;+ 13 შიმრი და იეუელი — ელიცაფანის ძეთაგან;+ ზაქარია და მათანია — ასაფის ძეთაგან;+ 14 იეხიელი და შიმეი — ჰემანის ძეთაგან;+ შემაია და უზიელი — იედუთუნის ძეთაგან.+ 15 შეკრიბეს მათ თავიანთი ძმები, განიწმინდნენ+ და, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები იეჰოვას სიტყვისამებრ,+ მივიდნენ იეჰოვას სახლის განსაწმენდად.+ 16 შევიდნენ მღვდლები იეჰოვას სახლში მის განსაწმენდად და იეჰოვას ტაძარში ნაპოვნი ყოველგვარი უწმინდურება იეჰოვას სახლის ეზოში+ გამოიტანეს. აიღეს ეს ყველაფერი ლევიანებმა, რომ გარეთ, კედრონის ხევში+ გაეტანათ. 17 პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს მათ განწმენდა და თვის მერვე დღეს იეჰოვას წინკარამდე+ მივიდნენ; რვა დღეში განწმინდეს მათ იეჰოვას სახლი და პირველი+ თვის მეთექვსმეტე დღეს დაასრულეს.
18 ამის შემდეგ ისინი მეფე ხიზკიასთან შევიდნენ და მოახსენეს: „მთლიანად განვწმინდეთ იეჰოვას სახლი, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ თავისი მოწყობილობითურთ+ და წარსადგენი პურის მაგიდა+ თავისი მოწყობილობითურთ.+ 19 ყველა ნივთი,+ რომელსაც აღარ იყენებდა ორგული+ მეფე ახაზი+ თავისი მეფობის დროს, გავამზადეთ და განვწმინდეთ.+ აი, იეჰოვას სამსხვერპლოს წინაა ისინი!“
20 ადგა დილაადრიან+ მეფე ხიზკია,+ შეკრიბა ქალაქის მთავრები+ და იეჰოვას სახლში ავიდა. 21 მიიყვანეს მათ შვიდი ხარი,+ შვიდი ვერძი, შვიდი მამალი თოხლი და შვიდი ვაცი ცოდვის შესაწირავად+ სამეფოსთვის, საწმინდრისთვის და იუდასთვის. და უბრძანა მან აარონის ძეებს, მღვდლებს,+ რომ იეჰოვას სამსხვერპლოზე შეეწირათ ისინი. 22 მათაც დაკლეს+ ხარები, აიღეს მღვდლებმა მათი სისხლი+ და სამსხვერპლოს მოასხურეს;+ შემდეგ დაკლეს ვერძები+ და სისხლი სამსხვერპლოს მოასხურეს,+ დაკლეს მამალი თოხლები და სისხლი ისევ სამსხვერპლოს მოასხურეს. 23 მერე ცოდვის შესაწირავად განკუთვნილი ვაცები+ მიუყვანეს მეფესა და კრებულს და ხელები დაადეს მათ.+ 24 დაკლეს ისინი მღვდლებმა და მათი სისხლი ცოდვის შესაწირავად მიიტანეს სამსხვერპლოზე ისრაელისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად,+ რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, რომ დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი მთელი ისრაელისთვის+ უნდა შეწირულიყო.+
25 მან იეჰოვას სახლში ლევიანები+ დააყენა წინწილებით,+ ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით+ დავითის,+ მეფის წინასწარმხილველ გადისა+ და წინასწარმეტყველ ნათანის+ ბრძანებისამებრ, რადგან იეჰოვას ხელი იყო მათზე და ათქმევინა ეს ბრძანება თავის წინასწარმეტყველებს.+ 26 ლევიანები დავითის საკრავებით+ იდგნენ, მღვდლები კი — საყვირებით.+
27 ხიზკიამ ბრძანა, რომ დასაწვავი მსხვერპლი შეეწირათ სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყეს დასაწვავი შესაწირავის შეწირვა, წამოიწყეს იეჰოვას სადიდებელი საგალობელი+ და ჩაჰბერეს საყვირებს ისრაელის მეფის, დავითის საკრავების თანხლებით. 28 გალობისა+ და საყვირების ხმაზე მთელი კრებული ემხობოდა+ და ასე გრძელდებოდა დასაწვავი შესაწირავის შეწირვის დასრულებამდე. 29 მსხვერპლშეწირვის დასრულებისთანავე მეფე და მასთან მყოფნი პირქვე დაემხვნენ და თაყვანი სცეს ღმერთს.+ 30 მეფე ხიზკიამ და მთავრებმა+ ლევიანებს უბრძანეს, რომ ედიდებინათ იეჰოვა დავითისა+ და წინასწარმხილველი ასაფის+ სიტყვებით. მათაც სიხარულით დაიწყეს ხოტბის შესხმა,+ დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ღმერთს.+
31 ბოლოს ხიზკიამ თქვა: „ახლა თქვენ ხელი ძალაუფლებით გაქვთ ავსებული+ იეჰოვას მსახურებისთვის. მოდით და მოიტანეთ შესაწირავი+ და სამადლობელი+ მსხვერპლი იეჰოვას სახლში!“ მიჰქონდა კრებულს შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი, ვისაც გული უწევდა, მიჰქონდა დასაწვავი შესაწირავიც.+ 32 მთლიანობაში კრებულმა დასაწვავ შესაწირავად მიიყვანა სამოცდაათი ხარი, ასი ვერძი და ორასი მამალი თოხლი — ეს ყველაფერი დასაწვავ შესაწირავად მიუყვანეს იეჰოვას,+ 33 ხოლო წმინდა შესაწირავად ექვსასი ხარი და სამი ათასი ცხვარი მიიყვანეს. 34 ცოტანი იყვნენ მღვდლები+ და ვერ ახერხებდნენ ყველა დასაწვავი შესაწირავის გატყავებას.+ ამიტომ მათი ძმები,+ ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, სანამ საქმე არ დაასრულეს+ და მღვდლები არ განიწმინდნენ.+ ლევიანები უფრო კეთილსინდისიერად+ წმინდავდებოდნენ, ვიდრე მღვდლები. 35 ბევრი იყო დასაწვავი შესაწირავი,+ მშვიდობის მსხვერპლის* ქონი+ და დასაწვავი+ შესაწირავისთვის განკუთვნილი დასაღვრელი+ შესაწირავი. ასე შესრულდა მსახურება იეჰოვას სახლში.+ 36 გაიხარეს ხიზკიამ და მთელმა ხალხმა იმით, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მოამზადა ხალხისთვის,+ რადგან სრულიად მოულოდნელად მოხდა ეს.+