ნეემია
12 აი მღვდლები და ლევიანები, რომლებიც ავიდნენ ზერუბაბელთან,+ შეალთიელის ვაჟთან,+ და იეშუასთან+ ერთად: სერაია, იერემია, ეზრა, 2 ამარია,+ მალუქი, ხატუში, 3 შექანია, რეხუმი, მერემოთი, 4 იდო, გინეთოი, აბია, 5 მიამინი, მაადია, ბილგა, 6 შემაია,+ იოიარიბი, იედაია,+ 7 სალუ, ამოკი,+ ხილკია და იედაია.+ ესენი იყვნენ მღვდლებისა და მათი ძმების თავკაცები იეშუას დროს.+
8 ლევიანთაგან იეშუა,+ ბინუი,+ კადმიელი,+ შერებია, იუდა და მათანია+ სამადლობელი საგალობლების შესრულებას უძღვებოდნენ, ის და მისი ძმები. 9 ბაკბუკია, უნი და მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე დარაჯობდნენ. 10 იეშუას შეეძინა იოიაკიმი,+ იოიაკიმს შეეძინა ელიაშიბი,+ ელიაშიბს კი — იოიადა,+ 11 იოიადას შეეძინა იონათანი, იონათანს შეეძინა იადუა.+
12 აი მღვდლები, რომლებიც იოიაკიმის დროს საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ:+ სერაიას+ სახლიდან — მერაია, იერემიას სახლიდან — ხანანია, 13 ეზრას+ სახლიდან — მეშულამი, ამარიას სახლიდან — იეჰოხანანი, 14 მალუქის სახლიდან — იონათანი, შებანიას+ სახლიდან — იოსები, 15 ხარიმის+ სახლიდან — ადნა, მერაიოთის სახლიდან — ხელკაი, 16 იდოს სახლიდან — ზაქარია, გინეთონის სახლიდან — მეშულამი, 17 აბიას+ სახლიდან — ზიქრი, მინიამინის სახლიდან — ...*, მოადიას სახლიდან — ფილტაი, 18 ბილგას+ სახლიდან — შამუა, შემაიას სახლიდან — იეჰონათანი, 19 იოიარიბის სახლიდან — მათენაი, იედაიას+ სახლიდან — უზი, 20 სალაის სახლიდან — კალაი, ამოკის სახლიდან — ებერი, 21 ხილკიას სახლიდან — ხაშაბია, იედაიას+ სახლიდან — ნეთანელი.
22 ელიაშიბის,+ იოიადას,+ იოხანანისა და იადუას+ დროს ლევიანები საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ აღნუსხულნი, ასევე მღვდლებიც სპარსელი დარიოსის მეფობამდე.
23 ლევის ძეები საგვარეულოთა თავკაცებად+ იყვნენ ჩაწერილნი მატიანეში იოხანანის, ელიაშიბის ვაჟის დრომდე. 24 ლევიანთა თავკაცთაგან ხაშაბია, შერებია,+ კადმიელის ვაჟი+ იეშუა და მათი ძმები, რომლებიც მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ, საქებარ და სამადლობელ საგალობლებს ასრულებდნენ ჭეშმარიტი ღვთის კაცის, დავითის მცნებისამებრ.+ დარაჯთა ერთი ჯგუფი მეორის პირდაპირ იყო. 25 მათანია,+ ბაკბუკია, ობადია, მეშულამი, თალმონი და აკუბი+ კარიბჭის მცველები+ იყვნენ, მათი ჯგუფი კარიბჭეთა საწყობებთან დარაჯობდა. 26 ისინი ცხოვრობდნენ იოიაკიმის,+ იეშუას ვაჟის,+ იოცადაკის ვაჟის,+ გამგებელ ნეემიასა+ და მღვდლისა და გადამწერის,+ ეზრას+ დროს.
27 იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს+ ეძებდნენ ლევიანებს, რომ ყველა ადგილიდან იერუსალიმში მიეყვანათ ისინი მიძღვნის აღსანიშნავად, რათა ეხარათ სამადლობლებითა+ და საგალობლით,+ წინწილებით, ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით.+ 28 მგალობელთა ძეები შეიკრიბნენ იორდანის მხარიდან,+ იერუსალიმის მიდამოებიდან და ნეტოფათელების დასახლებებიდან,+ 29 ბეთ-გილგალიდან+ და გებასა+ და აზმავეთის+ ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს დასახლებები+ იერუსალიმის მიდამოებში ჰქონდათ გაშენებული. 30 განიწმინდნენ+ მღვდლები და ლევიანები და განწმინდეს ხალხი,+ კარიბჭეები+ და გალავანი.+
31 გალავანზე ავიყვანე იუდას მთავრები,+ დავაყენე სამადლობლის შემსრულებელთა ორი დიდი გუნდი+ და ჯგუფები, რომლებიც მათ გაჰყვებოდნენ. ერთი ჯგუფი მარჯვნივ ნაცრის კარიბჭისკენ+ მიდიოდა გალავანზე. 32 გაჰყვა მათ ჰოშაია და იუდას მთავართა ნახევარი, 33 ასევე აზარია, ეზრა და მეშულამი, 34 იუდა, ბენიამინი, შემაია და იერემია; 35 მღვდელთა ძეთაგან საყვირებით+ ხელში მიჰყვებოდნენ ზაქარია, ასაფის ვაჟის,+ ზაქურის ვაჟის,+ მიქაიას ვაჟის, მათანიას ვაჟის, შემაიას ვაჟის იონათანის ვაჟი, 36 და მისი ძმები: შემაია, აზარელი, მილალაი, გილალაი, მააი, ნეთანელი, იუდა და ხანანი. მათ ეჭირათ საკრავები,+ რომელთა თანხლებითაც ჭეშმარიტი ღვთის კაცის, დავითის, სიმღერები სრულდებოდა; წინ ეზრა,+ გადამწერი მიუძღოდათ. 37 წყაროს კარიბჭესთან+ გალავნის აღმართით ისინი პირდაპირ ავიდნენ დავითის ქალაქის+ კიბის+ ზემოთ და დავითის სასახლის ზემოთ წყლის კარიბჭემდე,+ აღმოსავლეთით.
38 სამადლობლის შემსრულებელთა+ მეორე გუნდი წინ მიდიოდა, მე და ნახევარი ხალხი კი მას მივყვებოდით და მივდიოდით საცხობ ღუმელთა კოშკის ზემოთ,+ გალავანზე, ფართო კედლისკენ,+ 39 ეფრემის კარიბჭის+ ზემოთ ძველი ქალაქის კარიბჭისკენ+ და თევზის კარიბჭისკენ,+ ხანანელის კოშკისკენ,+ მეას კოშკისკენ+ და ცხვრის კარიბჭისკენ;+ ისინი მცველთა კარიბჭესთან შეჩერდნენ.
40 ბოლოს სამადლობლის შემსრულებელი ეს ორი გუნდი+ ჭეშმარიტი ღვთის სახლთან შეჩერდა,+ გავჩერდით მე, მმართველთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ,+ 41 და მღვდლები: ელიაკიმი, მაასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოენაი, ზაქარია და ხანანია საყვირებით ხელში,+ 42 მაასეია, შემაია, ელეაზარი, უზი, იეჰოხანანი, მალქია, ელამი და ეცერი. ამღერდნენ მგალობლები და მათი ხელმძღვანელი, იზრახია.+
43 დიდძალ მსხვერპლს+ სწირავდნენ იმ დღეს და ხარობდნენ,+ რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა დიდად გაახარა+ ისინი. ხარობდნენ ქალებიცა+ და ბავშვებიც,+ ისე რომ შორს ისმოდა იერუსალიმის სიხარულის ხმა.+
44 იმ დღეს მიუჩინეს კაცები დარბაზებს,+ რომლებიც საწყობებისთვის,+ შესაწირავებისთვის,+ პირველი ნაყოფებისთვის+ და მეათედებისთვის იყო განკუთვნილი,+ რათა ქალაქების ყანებიდან მათში შეგროვებულიყო მღვდლებისა და ლევიანებისთვის+ კანონით+ დაწესებული წილი. ხარობდა იუდა, რადგან მსახურობდნენ მღვდლები და ლევიანები.+ 45 მათ დაიწყეს ღვთის წინაშე თავიანთი ვალდებულებისა+ და განწმენდის ვალდებულების შესრულება,+ მგალობლებიცა+ და კარიბჭის მცველებიც+ ასევე მოიქცნენ, დავითისა და მისი ძის, სოლომონის მცნებისამებრ. 46 რადგან წინათ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ მგალობელთა ხელმძღვანელები+ და იმ დროს ღვთის საქებარი და სამადლობელი საგალობლები სრულდებოდა.+ 47 ზერუბაბელისა+ და ნეემიას+ დროს მთელი ისრაელი გასცემდა მგალობელთა+ და კარიბჭის მცველთა+ წილს მათი ყოველდღიური საჭიროებისამებრ, განწმენდილ წილს ისინი ლევიანებს აძლევდნენ,+ ლევიანები კი — აარონის ძეებს.