ნეემია
4 გაიგო თუ არა სანბალატმა,+ რომ გალავნის აღდგენაზე ვმუშაობდით, განრისხდა+ და ძლიერ განაწყენდა. დასცინოდა+ ის იუდეველებს. 2 უთხრა თავის ძმებსა+ და სამარიის ჯარს: „რას აკეთებენ ეს უღონო იუდეველები?! ნუთუ თავიანთი თავის იმედი აქვთ?! ნუთუ მსხვერპლის შეწირვას აპირებენ?!+ ნუთუ ერთ დღეში დაასრულებენ საქმეს?! ნუთუ ვარგის ქვებს გამოიღებენ გადამწვარი ნანგრევების+ გროვიდან?!“
3 თქვა ამონელმა+ ტობიამ,+ რომელიც მის გვერდით იყო: „მელა+ რომ მიადგეს მათ აშენებულს, ისიც კი დაანგრევს მათ გალავანს“.
4 ისმინე,+ ჩვენო ღმერთო, რადგან საძულველნი გავხდით!+ მათივე თავზე მოაქციე მათი შეურაცხყოფა,+ გააძარცვინე ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში! 5 ნუ დაფარავ მათ დანაშაულსა+ და ცოდვას შენ წინაშე, ნუ წაიშლება ის, რადგან მათ გაანაწყენეს მშენებლები!
6 ჩვენ კვლავ ვაშენებდით გალავანს და სანახევროდ ამოვიყვანეთ მთელი გალავანი. გული კვლავ სამუშაოდ ეწეოდა ხალხს.+
7 გაიგეს თუ არა სანბალატმა,+ ტობიამ,+ არაბებმა,+ ამონელებმა+ და აშდოდელებმა,+ რომ წინ მიიწევდა იერუსალიმის გალავნის აღდგენის საქმე და ივსებოდა მისი ბზარები, ძლიერ განრისხდნენ. 8 ყველა ერთად შეითქვა+ იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ჩემთვის ხელის შესაშლელად. 9 ჩვენ ლოცვით+ მივმართეთ ჩვენს ღმერთს და მათგან თავის დასაცავად სადღეღამისო დაცვა დავაყენეთ.
10 თქვა იუდამ: „ძალა წაერთვა მზიდავს,+ ნანგრევებით+ არის სავსე აქაურობა, აღარ შეგვიძლია გალავნის შენება“.
11 ჩვენი მოწინააღმდეგეები კი ამბობდნენ: „ვერ მიხვდებიან+ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით; დავხოცავთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ“.
12 ყოველთვის, როცა მათთან ახლოს მცხოვრები იუდეველები მოდიოდნენ ჩვენთან, ათჯერ გვიმეორებდნენ: „წამოვლენ ისინი იქიდან, სადაც თქვენ უნდა დაბრუნდეთ“.
13 დავაყენე კაცები გალავნის უკან ყველაზე დაბალ, მოშიშვლებულ ადგილებში, დავაყენე ხალხი საგვარეულოთა მიხედვით თავიანთი მახვილებით,+ შუბებითა+ და მშვილდებით. 14 როცა დავინახე, რომ ეშინოდათ, მაშინვე წამოვდექი და მივმართე წარჩინებულებს,+ მმართველებსა+ და დანარჩენ ხალხს: „ნუ შეგეშინდებათ+ მათი, გახსოვდეთ იეჰოვა — დიდებული+ და შიშის მომგვრელი,+ იბრძოლეთ თქვენი ძმებისთვის,+ თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულებისთვის, თქვენი ცოლებისა და თქვენი სახლებისთვის!“
15 ჩვენმა მტრებმა გაიგეს თუ არა, რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა+ და ჩვენ ვიცოდით ეს, და რომ ჩვენც დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენს საქმეს გალავანთან, 16 სწორედ იმ დღიდან მოყოლებული ჩემი ჭაბუკების+ ერთი ნახევარი მუშაობდა, მეორე ნახევარი შუბებით, ფარებით, მშვილდებითა და ჯავშნებით აღიჭურვა,+ მთავრები+ კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ. 17 გალავნის მშენებლები და მზიდავები ცალი ხელით+ მუშაობდნენ, ცალ ხელში კი შუბი ეჭირათ.+ 18 მშენებლები თეძოზე+ მახვილშემორტყმულნი მუშაობდნენ.+ გვერდით მესაყვირე+ მყავდა.
19 ვუთხარი წარჩინებულებს, მმართველებსა+ და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდია და შრომატევადი, ჩვენ კი გაფანტული ვართ გალავანზე და შორიშორს ვართ ერთმანეთისგან. 20 საიდანაც საყვირის ხმას გაიგონებთ, იქ შეიკრიბეთ, ჩვენთან. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის!“+
21 მუშაობის დროს ნახევარს ხელში შუბი ეჭირა განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე. 22 მაშინ ვუთხარი ხალხს: „თითოეულმა კაცმა თავის მსახურთან ერთად გაათიოს ღამე იერუსალიმში;+ ღამე დაგვიცავენ, დღისით კი იმუშავებენ“. 23 არც მე,+ არც ჩემს ძმებს,+ არც ჩემს მსახურებს+ და არც მცველებს,+ ჩემ უკან რომ იდგნენ, ტანსაცმელი არ გაგვიხდია, ყველას შუბი+ გვეჭირა მარჯვენაში.