24 „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს დრო დანიშნული+
და ვინც იცნობს მას, რატომ ვერ ხედავს მის დღეებს?+
2 არიან ისეთები, რომლებიც მიჯნას სწევენ;+
ფარას იტაცებენ, რომ თვითონ მწყემსონ.
3 მიერეკებიან უმამო ბავშვთა ვირებს
და ქვრივის ხარი გირაოდ მიჰყავთ.+
4 ღარიბებს გზიდან აცდენენ,+
დედამიწაზე დაჩაგრულები კი იმალებიან.
5 აი, ზებრასავით+ გადიან უდაბნოში
საჭმლის საძებრად;
ხრიოკიდან იღებენ პურს თავიანთი შვილებისთვის.
6 ისინი მინდორში აგროვებენ საქონლის საკვებს
და ბოროტთა ვენახებს სწრაფად ძარცვავენ.
7 შიშვლები, უტანსაცმლოდ ათევენ ღამეს+
და დასაფარებელი არაფერი აქვთ სიცივეში.+
8 მთის ქარიშხლით ილუმპებიან
და კლდეს ეკვრიან, რადგან არა აქვთ თავშესაფარი.+
9 ისინი უმამო ბავშვს მკერდიდან იტაცებენ+
და რაც საწყლებს აცვიათ, გირაოდ მიაქვთ.+
10 შიშვლებს უტანსაცმლოდ მოუწევთ წასვლა
და მშივრებს — ძნების ტარება.+
11 ტერასებად აშენებულ კედლებთან ატარებენ შუადღეს,
ყურძენს საწნახელში წურავენ, მაგრამ მაინც სწყურიათ.+
12 ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის,
სასიკვდილოდ დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ+
და ღმერთიც კი არ მიიჩნევს ამას არასწორად.+
13 ისინი სინათლის წინააღმდეგ+ მოჯანყეთა შორის არიან.
არ ცნეს მისი გზები
და მის სავალზე არ დამკვიდრდნენ.
14 კაცისმკვლელი დღისით დგება
და კლავს საწყალსა და ღარიბს,+
ღამით კი ჩვეულებრივი ქურდი ხდება.+
15 მრუშის თვალი+ დაბინდებას მოელის;+
ამბობს, ვერავინ მომკრავს თვალსო,+
და სახეს იფარავს.
16 ღამით სახლებში იჭრებიან,
დღისით კი თავიანთთვის იკეტებიან;
არ იციან დღის სინათლე.+
17 მათთვის დილა უკუნეთია,+
რადგან იციან, რა არის უკუნეთის უეცარი საშინელება.
18 ის ჩქარა მიდის წყლის ზედაპირზე.
დედამიწაზე მათი ნაკვეთი დაიწყევლება;+
ვეღარ დაუბრუნდება თავისი ვენახების გზას.
19 როგორც გვალვა და სიცხე ნთქავს თოვლის წყალს,
ისე სამარე ნთქავს შემცოდველებს!+
20 დაივიწყებს მას საშვილოსნო და მატლი ტკბილად გამოწოვს.+
აღარავინ გაიხსენებს მას,+
უმართლობა კი ხესავით აიჩეხება.+
21 ის საქმეს იჭერს უნაყოფო ქალთან, რომელსაც შობის უნარი აქვს წართმეული,
და ქვრივთან,+ რომელსაც კარგს არაფერს უკეთებს.
22 თავისი ძლიერებით წაასხამს იგი ძლიერ ხალხს;
ადგება, მაგრამ სიცოცხლის იმედი არ ექნება.
23 თავდაჯერებულს გახდის მას,+ რომ თავი გაიტანოს,
ის კი თავისი თვალით დააკვირდება მათ გზებს.+
24 ცოტა ხნით განდიდდებიან, მერე კი აღარ იქნებიან;+
დამდაბლდებიან+ და სხვებივით ამოიძირკვებიან,
თავთავებივით მოიკვეთებიან.
25 ახლა ვინღა გამომიყვანს მატყუარად?
ან ვინ აქცევს არარაობად ჩემს სიტყვას?“