147 ადიდეთ იაჰი,+
რადგან კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს,+
რადგან ეს სასიამოვნოა — შეშვენის მას ქება.+
2 იეჰოვა აშენებს იერუსალიმს,+
თავს უყრის გაფანტულ ისრაელებს.+
3 ის კურნავს+ გულგატეხილებს+
და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს.+
4 ის თვლის ვარსკვლავებს,+
ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს.+
5 დიდებულია ჩვენი უფალი, დიდია მისი ძალა;+
მისი გამჭრიახობა განუზომელია.+
6 იეჰოვა შვებას ჰგვრის თვინიერებს,+
ბოროტებს კი მიწამდე ამცირებს.+
7 უპასუხეთ იეჰოვას სამადლობელი სიმღერით,+
ქება უმღერეთ ჩვენს ღმერთს ქნარით,+
8 მას, ვინც ღრუბლებით ფარავს ცას,+
ვინც წვიმას უმზადებს დედამიწას,+
ვინც მწვანე ბალახს აღმოაცენებინებს მთებს.+
9 ის საკვებს აძლევს ცხოველებს+
და ყორნის აჩხავლებულ ბახალებს.+
10 არც ცხენის სიძლიერით ხარობს+
და არც ადამიანის ფეხმარდობა სიამოვნებს.+
11 იეჰოვას მისი მოშიშები ახარებენ,+
ისინი, ვინც მის სიკეთეს მოელიან.+
12 აქე იეჰოვა,+ იერუსალიმო,
ადიდე შენი ღმერთი, სიონო!+
13 მან გააძლიერა შენი კარიბჭეების ურდულები,
მან გიკურთხა ძეები.+
14 მშვიდობას აძლევს შენს მხარეს+
და საუკეთესო ხორბლით გაძღებს.+
15 თავის სიტყვას აგზავნის დედამიწაზე,+
მიქრის მისი სიტყვა.
16 თოვლს მატყლივით იძლევა,+
ნაცარივით ფანტავს თრთვილს.+
17 ნამცეცებივით ყრის ყინულს.+
ვინ გაუძლებს მის სუსხს?+
18 აგზავნის თავის სიტყვას+ და ადნობს მათ.
უბერავს თავის ქარს+
და წვეთავს წყალი.
19 თავის სიტყვას ამცნობს იაკობს,+
თავის წესებსა+ და სამართალს — ისრაელს.+
20 სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე.+
მისი სამართალი არ იციან მათ.+
ადიდეთ იაჰი!+