გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
19 ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა+
და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს.+
2 დღითი დღე გადასცემენ სიტყვას,+
ღამიდან ღამემდე ამხელენ ცოდნას.+
3 არც ლაპარაკი ისმის, არც სიტყვები
და არც მათი ხმა,+
4 თუმცა მათი საზომი მთელ დედამიწაზეა გადაჭიმული+
და მათი სიტყვები ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.+
მათში დაუდგა კარავი მზეს,+
5 რომელიც გამოდის, როგორც ნეფე საქორწილო ოთახიდან,+
ბილიკზე მორბენალი ვაჟკაცივით ხარობს.+
6 ზეცის ერთი კიდიდან გამოდის
და მეორე კიდეში ამთავრებს წრებრუნვას.+
ვერაფერი ემალება მის მცხუნვარებას.+
7 იეჰოვას კანონი+ სრულყოფილია,+ სულს აცოცხლებს.+
იეჰოვას შეხსენება+ სანდოა,+ დააბრძენებს გამოუცდელებს.+
8 იეჰოვას ბრძანებები+ სამართლიანია,+ გულს ახარებს.+
იეჰოვას მცნება+ წმინდაა,+ აბრწყინებს თვალებს.+
9 იეჰოვას შიში+ წმინდაა, მარადიული.
იეჰოვას ყველა განაჩენი+ ჭეშმარიტია+ და სამართლიანი;+
10 ოქროზე სასურველი, თვით დიდძალ ხალას ოქროზე;+
თაფლზე ტკბილი,+ ფიჭიდან გადმოღვრილ თაფლზე.+
11 ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს;+
დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის.+
12 ვინ მიხვდება თავის შეცდომებს?+
გაუთვითცნობიერებელი ცოდვებისგან უდანაშაულოდ მცანი.+
13 შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან,+
არ დაუშვა, რომ იბატონოს მან ჩემზე.+
მაშინ ვიქნები უმწიკვლო+
და ბრალი არ მექნება მრავალ ცოდვაში.
14 ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები+
სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო+ და ჩემო გამომსყიდველო!+