დავითის სიმღერა
24 იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა,+
მიწა და მასზე მცხოვრებნი.+
2 მყარად დააფუძნა ის ზღვებზე+
და მტკიცედ დაადგინა მდინარეებზე.+
3 ვინ ააღწევს იეჰოვას მთაზე+
და ვინ ავა მის წმინდა ადგილზე?+
4 „ვისაც უდანაშაულო ხელი და სუფთა გული აქვს,+
ვინც უღირსად არ მოპყრობია ჩემს სულს+
და ცრუდ არ დაუფიცია“.+
5 ის მიიღებს კურთხევას იეჰოვასგან+
და სიმართლეს — თავისი ხსნის ღვთისგან.+
6 ეს არის თაობა, რომელიც ეძებს მას,
შენი სახის მაძიებელთა თაობა, იაკობის ღმერთო!+ სელა.
7 „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+
აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,+
რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+
8 „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“+
„იეჰოვა — ძლიერი და ძლევამოსილი,+
იეჰოვა — ბრძოლაში ძლიერი“.+
9 „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+
აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,
რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+
10 „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“
„იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი — ის არის დიდებული მეფე!“+ სელა.