ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის+ ძეების ფსალმუნი. სიმღერა
49 ისმინეთ, ხალხნო!
ყური დაუგდეთ, ქვეყნიერების მკვიდრნო,+
2 ადამიანთა ძეებო, კაცის ძეებო,
მდიდრებო და ღარიბებო.+
6 მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+
და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+
7 ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,+
ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს,
8 (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია,+
რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება),
9 რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი* არ იხილოს.+
10 ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,+
სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან,+
და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+
11 გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,+
და მათი კარვები — თაობიდან თაობამდე;+
თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს.+
14 ცხვრებივით სამარისთვის* არიან განწირულნი,+
სიკვდილი დამწყემსავს მათ,+
დილით მართლები დაიმორჩილებენ მათ,+
და გაქრება მათი კვალი.+
აღმატებული სამყოფლის ნაცვლად სამარეში დამკვიდრდება თითოეული.+
16 ნუ შეშინდები, თუ ვინმე სიმდიდრეს იძენს,+
თუ მისი სახლი დიდებით ივსება,+
17 რადგან სიკვდილის დროს ვერაფერს წაიღებს,+
თან არ გაჰყვება დიდება.+