გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი. დავითის სიმღერა
62 მდუმარედ ელოდება ღმერთს ჩემი სული.+
მისგან არის ჩემი ხსნა.+
2 ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+
დიდად არ წავბორძიკდები.+
3 როდემდე უნდა ებრძოდეთ გაშმაგებით კაცს, რომლის მოკვლაც გინდათ?+
ყველანი გადახრილი კედელივით ხართ, მორყეული ქვის კედელივით.+
4 რჩევას იძლევიან, რათა კაცს დიდება ჩამოაშორონ.+
სიცრუე სიამოვნებთ.+
პირით აკურთხებენ, გულში კი წყევლიან.+ სელა.
5 ღმერთს დაელოდე მდუმარედ, ჩემო სულო,+
რადგან ის არის ჩემი იმედი.+
6 ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+
არ წავბორძიკდები.+
7 ღვთისგან მოდის ჩემი ხსნა და დიდება,+
ღმერთია ჩემი ძლიერი კლდე და თავშესაფარი.+
8 მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო,+
გული გადმოუღვარეთ მას.+
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ სელა.
9 ადამიანის ძეები ერთი ამოსუნთქვასავით არიან.+
ცრუები არიან კაცის ძეები.+
სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.+
10 ნუ დაამყარებთ იმედს გამოძალვაზე,+
ფუჭად ნუ იქნებით დაიმედებულნი ძარცვაზე.+
თუ დიდი ქონება გექნებათ, ნუ დაენდობით მას.+
11 ერთხელ თქვა ღმერთმა, მე ორჯერ მოვისმინე,+
რომ ღვთისაა ძლიერება.+
12 სიკეთეც შენია, იეჰოვა,+
რადგან ყველას თავ-თავისი საქმეებისამებრ მიუზღავ.+