ეკლესიასტე
11 წყალს+ გაატანე შენი პური+ და მრავალი დღის შემდეგ კვლავ იპოვი მას.+ 2 მიეცი შვიდს, რვასაც კი,+ ნაწილი იმისა, რაც გაქვს, რადგან არ იცი, რა უბედურება მოხდება დედამიწაზე.+
3 როცა ღრუბლები წყლით ივსება, დედამიწაზე კოკისპირულ წვიმად ჩამოიცლება;+ თუ ხე ძირს ეცემა,+ სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება.
4 ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის.+
5 როგორც არ იცი, როგორ წარმოქმნის სული* ძვლებს ორსულის მუცელში,+ ისე არ იცი ყოველივეს შემქმნელი ჭეშმარიტი ღვთის საქმენი.+
6 დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს,+ რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი,+ ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს.
7 ტკბილია სინათლე და კარგია, თვალი რომ მზეს ხედავს;+ 8 თუ კაცი მრავალი წელი იცოცხლებს, გაიხაროს მათით;+ ახსოვდეს სიბნელის დღეები,+ რომლებიც შეიძლება მრავლად ჰქონდეს. ყოველი დღე ამაოებაა.+
9 გაიხარე,+ ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით და სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში; მიჰყევი იმას, რასაც გული გეუბნება და რასაც თვალით ხედავ;+ მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამისთვის ჭეშმარიტი ღმერთი გაგასამართლებს.+ 10 გულიდან მოიშორე მწუხარება და აარიდე ხორცს უბედურება,+ რადგან ამაოებაა ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები.+