ქებათა ქება
7 „როგორ შვენის შენს ლამაზ ფეხებს სანდლები,+ კეთილშობილო+ ასულო! შენი თეძოების მოყვანილობა ჩუქურთმებს+ ჰგავს, ოსტატის ნახელავს. 2 შენი ჭიპი მრგვალი თასია; ნუ მოაკლდება მას შეზავებული ღვინო.+ შენი მუცელი ხორბლის გროვაა, შროშნებით+ გარემოცული. 3 შენი ორი ძუძუ ორი თიკანია, ქურციკის ნაშობი ტყუპი.+ 4 შენი კისერი+ სპილოს ძვლის კოშკია. შენი თვალები+ ხეშბონის+ წყალსატევებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან. შენი ცხვირი ლიბანის კოშკია, დამასკოს რომ გადაჰყურებს. 5 თავი ქარმელს+ გიგავს, დალალები+ — მოშინდისფრო მატყლს.+ შენი გაშლილი თმა მეფეს ატყვევებს.+ 6 რა ლამაზი ხარ და რა მშვენიერი, საყვარელო გოგონავ, უდიდესო ნეტარებავ!+ 7 ტანი პალმას+ გიგავს, ძუძუები+ — ფინიკის მტევნებს. 8 ვთქვი, ავალ-მეთქი პალმის ხეზე, რომ ხელი შევავლო ფინიკის დახუნძლულ რტოებს.+ ნეტავ, ვაზის მტევნებად იქცეოდეს შენი ძუძუები და შენი სუნთქვის სურნელება ვაშლისას დაემსგავსებოდეს; 9 შენი სასა საუკეთესო ღვინო+ იქნებოდეს, სასიამოვნოდ რომ მირაკრაკებს...“+ „ჩემი სატრფოსთვის, მძინარეთა ბაგეებზე ნაზად რომ იღვრება.
10 მე ჩემი სატრფოსი ვარ+ და ჩემკენ ილტვის ის.+ 11 მოდი, ჩემო საყვარელო, წავიდეთ მინდორში.+ ინებს+ შორის დავისვენოთ. 12 ადრე ავდგეთ და ვენახები მოვიაროთ, რომ ვნახოთ, აყვავდა თუ არა ვაზი,+ დასკდა თუ არა კვირტები+ და გაიფურჩქნა თუ არა ბროწეულის ხეები;+ იქ მოგეალერსები.+ 13 მანდრაგორები+ სურნელებას აფრქვევს; ჩვენს შესასვლელთან ყველანაირი საუკეთესო ხილია;+ ძველი თუ ახალი, ჩემო საყვარელო, შენთვის მაქვს შენახული“.