ეზეკიელი
33 იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 2 «კაცის ძეო, ელაპარაკე შენი ხალხის+ ძეებს და უთხარი მათ:
„თუ მახვილს მოვუვლენ მიწას,+ ამ მიწის ხალხი კი ერთსულოვნად აიყვანს კაცს და გუშაგად დაიყენებს,+ 3 დაინახავს ის იმ მიწაზე მომავალ მახვილს, საყვირს ჩაჰბერავს და ხალხს გააფრთხილებს,+ 4 მომსმენი კი გაიგონებს საყვირის ხმას, მაგრამ გაფრთხილებას ყურად არ იღებს,+ და მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება.+ 5 გაიგონა მან საყვირის ხმა, მაგრამ გაფრთხილება ყურად არ იღო; მისი სისხლი მასზე იქნება. ყურად რომ ეღო გაფრთხილება, გადაირჩენდა სულს.+
6 თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაჰბერავს საყვირს+ და ხალხი არ იქნება გაფრთხილებული, და მოვა მახვილი და სულს წაართმევს მათ,+ თავიანთი დანაშაულის გამო წაერთმევათ ის, მათ სისხლს კი გუშაგს მოვკითხავ“.+
7 შენ კი, კაცის ძეო, ისრაელის სახლის გუშაგად დამიდგენიხარ;+ შენ მოისმენ ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.+ 8 როცა ბოროტს ვეტყვი, ბოროტო, მოკვდები-მეთქი,+ შენ კი არ დაელაპარაკები, რათა გააფრთხილო ბოროტი, რომ მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან,+ მოკვდება ის ბოროტი თავისი დანაშაულის გამო,+ მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. 9 მაგრამ თუ შენ გააფრთხილებ ბოროტს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან, და ის არ მობრუნდება თავისი გზიდან, მოკვდება ის თავისი დანაშაულის გამო,+ შენ კი დაიხსნი შენს სულს.+
10 ახლა კი, კაცის ძეო, ისრაელის სახლს უთხარი: „თქვენ ამბობთ, ჩვენზეა ჩვენი ურჩობა და ჩვენი ცოდვები, ვლპებით მათში,+ და როგორღა ვიცოცხლებთო?“+ 11 უთხარი მათ: „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს,+ არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი+ თავისი გზიდან და იცოცხლოს.+ მობრუნდით, მობრუნდით, თქვენი ბოროტი გზებიდან!+ რატომ უნდა დაიღუპო, ისრაელის სახლო?!“+
12 შენ კი, კაცის ძეო, უთხარი შენი ხალხის ძეებს: „თავისი სიმართლე ვერ იხსნის მართალს ურჩობის დღეს;+ თავისი ბოროტება არ წააბორძიკებს ბოროტს იმ დღეს, როცა მიატოვებს ბოროტებას.+ თავისი სიმართლით ვერ იცოცხლებს მართალი შეცოდების დღეს.+ 13 როცა ვეტყვი მართალს, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავის სიმართლეს დაენდობა და უსამართლოდ მოიქცევა,+ არ გაიხსენება მისი მართალი საქმეები, მოკვდება ჩადენილი უსამართლობისთვის.+
14 როცა ვეტყვი ბოროტს, მოკვდები-მეთქი,+ ის კი მიატოვებს თავის ცოდვას+ და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+ 15 დააბრუნებს ბოროტი დაგირავებულს+ და ზღავს ნაძარცვს,+ ივლის სიცოცხლის წესებით და არ ჩაიდენს უსამართლობას,+ იცოცხლებს ის, არ მოკვდება.+ 16 არც ერთი ჩადენილი ცოდვა აღარ გაუხსენდება.+ სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცოცხლებს ის“.+
17 შენი ხალხის ძეები ამბობენ, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა,+ თუმცა თავად მათი გზა არ არის სამართლიანი.
18 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს და უსამართლოდ მოიქცევა, მოკვდება ის ამის გამო.+ 19 თუ ბოროტი მიატოვებს ბოროტებას და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, იცოცხლებს ის ამის გამო.+
20 თქვენ ამბობთ, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ თითოეულს თქვენ-თქვენი გზებისამებრ გაგასამართლებთ,+ ისრაელის სახლო».
21 მეთორმეტე წელს, მეათე თვეს, იმ თვის მეხუთე დღეს, როცა გადაგვასახლეს, მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან+ გადარჩენილი და მითხრა, დაეცაო ქალაქი!+
22 იეჰოვას ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს, სანამ გადარჩენილი+ მოვიდოდა; გამიხსნა მან ბაგე დილით მის მოსვლამდე, გამეხსნა ბაგე და მეტად აღარ დავდუმებულვარ.+
23 იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 24 «კაცის ძეო, ამ განადგურებული ადგილების+ მკვიდრნი ისრაელის მიწის შესახებ ამბობენ, ერთი იყოო აბრაამი, მაგრამ მაინც დაეუფლაო ამ მიწას,+ ჩვენ კი ბევრნი ვართ, ჩვენ მოგვეცაო ეს მიწა საკუთრებად.+
25 ამიტომ უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „სისხლიანს ჭამთ,+ თვალებს თქვენს ნეხვიან კერპებს აპყრობთ,+ სისხლს ღვრით,+ და თქვენ უნდა დაისაკუთროთ ეს მიწა?!+ 26 თქვენს მახვილზე ხართ დაიმედებულნი,+ სისაძაგლეს სჩადიხართ,+ თითოეული თქვენ-თქვენი მოძმის ცოლს ბილწავთ,+ და თქვენ უნდა დაისაკუთროთ ეს მიწა?!“+
27 აი რა უნდა უთხრა მათ, ამას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი ცოცხალი ვარ, მახვილით დაეცემიან განადგურებულ ადგილებში მყოფნი;+ მხეცს მივცემ საჭმელად მინდვრის პირას მყოფს;+ ჭირით დაიხოცებიან სიმაგრეებსა და გამოქვაბულებში+ მყოფნი. 28 გავაპარტახებ+ და გავაუდაბურებ ამ მიწას, გაქრება მისი საამაყო სიძლიერე+ და გაპარტახდება ისრაელის მთები,+ აღარავინ გაივლის მათზე. 29 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა გავაპარტახებ+ და გავაუდაბურებ ამ მიწას მათი ჩადენილი სისაძაგლეების გამო“.+
30 კაცის ძეო, შენზე ელაპარაკებიან ერთმანეთს შენი ხალხის ძეები კედლებთან და სახლების შესასვლელებში,+ ერთი მეორეს ელაპარაკება, თითოეული თავის ძმას ეუბნება: მოდი, მოვისმინოთო იეჰოვასგან გამოსული სიტყვა.+ 31 მოვლენ ისინი შენთან, როგორც მოდის ხალხი, და დასხდებიან შენ წინ, როგორც ჩემი ხალხი;+ მოისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ შეასრულებენ,+ რადგან პირით ვნებიან სურვილებს გამოთქვამენ და გული უკანონო შემოსავლისკენ მიუწევთ.+ 32 აი, მათთვის სატრფიალო სიმღერების მომღერალივით ხარ, ლამაზხმიანი მომღერალივით და სიმებიან საკრავზე კარგად დამკვრელივით.+ მოისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ შეასრულებენ.+ 33 როცა ეს შესრულდება, და ნამდვილად შესრულდება,+ გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის».+