ეზეკიელი
41 მან მიმიყვანა ტაძარში და გაზომა გვერდითი სვეტები, მათი სიგანე ერთ მხარესაც ექვსი წყრთა იყო და მეორე მხარესაც — ექვსი წყრთა; ეს იყო გვერდითი სვეტის სიგანე. 2 შესასვლელის სიგანე ათი წყრთა იყო, შესასვლელის ერთი გვერდიც ხუთი წყრთა იყო და მეორე გვერდიც ხუთი წყრთა. მან გაზომა მისი სიგრძე და ორმოცი წყრთა აღმოჩნდა, სიგანე — ოცი წყრთა.
3 ის შიგნით შევიდა და გაზომა შესასვლელის გვერდითი სვეტი. ის ორი წყრთა აღმოჩნდა, შესასვლელი — ექვსი წყრთა, შესასვლელის სიგანე — შვიდი წყრთა. 4 მან გაზომა სიგრძე და ოცი წყრთა აღმოჩნდა, სიგანეც ოცი წყრთა,+ ტაძრის* წინ, და მითხრა: „ესაა წმინდათაწმინდა“.+
5 მან გაზომა სახლის კედელი და ექვსი წყრთა აღმოჩნდა. თითოეული გვერდითი ოთახის სიგანე ოთხი წყრთა იყო; ისინი მთელი სახლის გარშემო იყო განლაგებული.+ 6 გვერდითი ოთახები სამ სართულზე იყო განლაგებული ერთიმეორის ზემოთ, ოცდაათ-ოცდაათი. ისინი ანუ გვერდითი ოთახები სახლის კედელში იყო შეჭრილი მთელ გაყოლებაზე ირგვლივ, რათა საყრდენი ჰქონოდა მათ, თუმცა სახლის კედლის ნაწილი არ ყოფილა.+ 7 სახლის ირგვლივ მდებარე გვერდითი ოთახები თანდათან ფართოვდებოდა, ხვეული კიბე სახლის სხვადასხვა მხარეს ადიოდა.+ ამიტომ ფართოვდებოდა სახლი ზემოთკენ. ქვედა სართულიდან ზედა სართულზე+ შუა სართულით ადიოდნენ.
8 დავინახე, რომ სახლს გარშემო შემაღლებული შვერილი ჰქონდა. გვერდითი ოთახების საძირკვლიდან შეერთების ადგილამდე ერთი სრული ექვსწყრთიანი ლერწამი იყო.+ 9 გვერდითი ოთახის გარეთა კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო. სახლის გვერდითი ოთახების გარეთ ღია ადგილი იყო დატოვებული.
10 აქეთ-იქით სახლსა და სასადილო ოთახებს+ შორის მანძილი ოცი წყრთა იყო. 11 გვერდით ოთახში შესასვლელი ღია ადგილს გაჰყურებდა; ერთი შესასვლელი ჩრდილოეთს გაჰყურებდა და ერთიც — სამხრეთს. ღია ადგილის სიგანე ყველა მხარეს ხუთი წყრთა იყო.
12 შენობა, რომელიც განცალკევებული ადგილის წინ იდგა დასავლეთით, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო. მთელი შენობის კედლის სისქე ხუთი წყრთა იყო, სიგრძე კი — ოთხმოცდაათი წყრთა.
13 მან გაზომა სახლი და მისი სიგრძე ასი წყრთა აღმოჩნდა; განცალკევებული ადგილიცა და შენობაც თავის კედლებიანად სიგრძით ასი წყრთა იყო. 14 სახლის წინა მხარისა და აღმოსავლეთით მდებარე განცალკევებული ადგილის სიგანე ასი წყრთა იყო.
15 მან გაზომა შენობის სიგრძე განცალკევებული ადგილის წინ, რომლის უკანაც ეს შენობა იდგა, გაზომა მისი დერეფნები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და ასი წყრთა აღმოჩნდა.
ასევე გაზომა ტაძარი, შიდა ოთახი+ და ყველა წინკარი, რომელიც ეზოს უყურებდა; 16 სამივეს ჰქონდა ზღურბლი, სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა,+ და ამასთანავე დერეფნები გარშემო. ზღურბლის წინ კედლები ხით იყო მოპირკეთებული ირგვლივ,+ იატაკიდან სარკმლებამდე; სარკმლები დაფარული იყო. 17 ყველაფერს, შესასვლელის თავიდან შიდა სახლამდე, გარეთა მხარეს და მთელ კედელს ირგვლივ, შიდა სახლსა და გარეთა მხარეს, თავისი ზომები ჰქონდა. 18 იქ ქერუბიმებისა+ და პალმის ხის გამოსახულებები+ იყო ამოკვეთილი; პალმის ხის გამოსახულება ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ქერუბიმს ორი სახე ჰქონდა.+ 19 კაცის სახე ერთ მხარეს უყურებდა პალმის ხის გამოსახულებას და ფაფრიანი ლომის სახე მეორე მხარეს უყურებდა პალმის ხის გამოსახულებას,+ ესენი იყო ამოკვეთილი მთელ სახლში ირგვლივ. 20 ტაძრის კედელზე იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმის ხის გამოსახულებები იყო ამოკვეთილი.
21 ტაძრის წირთხლი კვადრატული იყო,+ წმინდა ადგილის წინა მხარე კი ასეთი იყო: 22 ხის სამსხვერპლო სიმაღლით სამი წყრთა იყო, სიგრძით — ორი წყრთა, მას კუთხის ბოძები+ ჰქონდა. სიგრძეზე ხის კედლები ჰქონდა. მან მითხრა: „ეს ის მაგიდაა, რომელიც იეჰოვას წინაშეა“.+
23 ტაძარსა და წმინდა ადგილს ორ-ორი კარი+ ჰქონდა, 24 თითო კარს ორი მოძრავი ფრთა ჰქონდა, ერთ კარსაც ორი ფრთა ჰქონდა და მეორე კარსაც. 25 ტაძრის კარებზე ისეთივე ქერუბიმები და პალმის ხეები იყო გამოსახული,+ როგორიც კედლებზე; გარეთ, წინკარის თავზე, ხისგან გაკეთებული შვერილი იყო. 26 წინკარზე, სახლის გვერდით ოთახებზე და შვერილებთან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც იყო სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა,+ და პალმის ხის გამოსახულებები.