1 კორინთელები
6 განა გაბედავს რომელიმე თქვენგანი, სასამართლოში უმართლო მოსამართლესთან+ უჩივლოს+ სხვას და არა წმინდებთან?+ 2 განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას+ წმინდები გაასამართლებენ?+ და თუ ქვეყნიერება თქვენ უნდა გაასამართლოთ, უმნიშვნელო საქმეების განსჯა+ აღარ შეგიძლიათ? 3 განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?+ მაშ, ცხოვრებისეული საქმეები რატომ არ განვსაჯოთ? 4 და თუ ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ განსასჯელი,+ ნუთუ ისეთებს ირჩევთ მოსამართლეებად, რომლებიც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?+ 5 თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას.+ ნუთუ მართლა არავინ არის თქვენ შორის ბრძენი,+ რომელიც შეძლებს, გაარკვიოს, რომელი ძმაა მართალი, 6 ძმა რომ ძმას უჩივის სასამართლოში და თანაც ურწმუნოებთან?+
7 ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა.+ რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას?+ რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?+ 8 პირიქით, თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ.+
9 როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ,+ ვერც მამათმავლები,+ 10 ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.+ 11 ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი,+ მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და მართლებად იქენით აღიარებული+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით+ და ჩვენი ღვთის სულით.+
12 ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია+ ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები.+ 13 საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის,+ მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული სიძვისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის.+ 14 ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+
15 განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს+ სხეულის ნაწილებია?+ განა შემიძლია ავიღო ქრისტეს სხეულის ნაწილები და მეძავის სხეულის ნაწილებად ვაქციო?+ არავითარ შემთხვევაში! 16 როგორ?! არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, მისი ერთხორცი ხდება? ვინაიდან „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“,+ — ამბობს ის. 17 მაგრამ, ვინც უფალს უერთდება, ერთი+ სულია+ მასთან ერთად. 18 გაექეცით სიძვას.+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა. ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.+ 19 როგორ?! არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისა,+ რომელიც ღვთისგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით,+ 20 რადგან ფასით ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულებით.+