კანონი
9 «მოისმინე, ისრაელო! დღეს კვეთ იორდანეს,+ რათა შეხვიდე და განდევნო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები+ ცამდე აწვდილი და გამაგრებული ქალაქებიდან,+ 2 ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმთა ძეები,+ ვისაც იცნობ და ვისზეც გსმენია, ვინ დაუდგება წინ ანაკის ძეებსო. 3 კარგად იცი, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი შენზე წინ გადავა.+ შთამნთქმელი ცეცხლია იგი,+ მოსპობს+ მათ და შენ წინაშე დაიმორჩილებს. განდევნე ისინი და მაშინვე გაანადგურე, როგორც იეჰოვამ გითხრა.+
4 როცა იეჰოვა, შენი ღმერთი განდევნის მათ შენ წინაშე, ნუ იტყვი გულში, ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა იეჰოვამ ამ მიწის დასაუფლებლადო,+ რადგან იეჰოვა იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე.+ 5 მათი მიწის დასაუფლებლად შენი სიმართლის+ ან შენი გულის სიწრფელის+ გამო კი არ შედიხარ, არამედ იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე,+ და კიდევ იმიტომ, რომ შეასრულოს ის სიტყვა, რომელიც იეჰოვამ დაუფიცა შენს მამა-პაპას: აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს.+ 6 იცოდე, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, შენი სიმართლის გამო არ გაძლევს იმ მადლიან მიწას დასაუფლებლად, რადგან ქედმოუხრელი ხალხი ხართ.+
7 გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ, როგორ განარისხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი უდაბნოში.+ ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღიდან ეურჩებოდით იეჰოვას ამ ადგილზე მოსვლამდე.+ 8 ხორებშიც კი განარისხეთ იეჰოვა. განრისხდა იეჰოვა თქვენზე და კინაღამ მოგსპოთ.+ 9 როცა მთაზე ავედი ქვის ფილების+ მისაღებად, იეჰოვას მიერ დადებული შეთანხმების ფილების მისაღებად,+ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე დავრჩი მთაზე,+ არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია; 10 იეჰოვამ ქვის ორი ფილა მომცა, რომლებზეც ღვთის თითით+ იყო დაწერილი ის სიტყვები, რაც იეჰოვამ შეკრების დღეს მთაზე ცეცხლის შუაგულიდან გითხრათ.+ 11 ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის ბოლოს იეჰოვამ ქვის ორი ფილა მომცა, შეთანხმების ფილები,+ 12 და მითხრა იეჰოვამ: „წადი, სწრაფად ჩადი დაბლა, რადგან შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, უკეთურად იქცევა.+ მალე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე, და ქანდაკება ჩამოისხეს“.+ 13 ასე მითხრა იეჰოვამ: „დავინახე ეს ხალხი, ქედმოუხრელი ხალხია.+ 14 მიმიშვი, რომ მოვსპო+ ისინი და ამოვშალო მათი სახელი ცისქვეშეთიდან,+ შენ კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად გაქციო“.+
15 გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, როცა მთას ცეცხლი ეკიდა,+ შეთანხმების ორი ფილა მეჭირა ორივე ხელში.+ 16 დავინახე, რომ ცოდვა გქონდათ ჩადენილი იეჰოვას, თქვენი ღვთის წინააღმდეგ! ხბო გქონდათ ჩამოსხმული.+ მალე გადაუხვიეთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც იეჰოვამ გიბრძანათ.+ 17 ავიღე და ორივე ხელით დავანარცხე ორივე ფილა და თქვენ თვალწინ დავამსხვრიე.+ 18 ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი დამხობილი იეჰოვას წინაშე, როგორც ადრე; არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია+ თქვენი ცოდვების გამო, რადგან ბოროტებას სჩადიოდით იეჰოვას თვალში მის გასანაწყენებლად.+ 19 შემეშინდა იეჰოვას დიდი რისხვის, როცა თქვენზე განრისხდა და კინაღამ მოგსპოთ;+ თუმცა მაშინაც მომისმინა იეჰოვამ.+
20 აარონზეც ძლიერ განრისხდა იეჰოვა და კინაღამ გაანადგურა იგი;+ მაშინ აარონის გულისთვისაც შევევედრე;+ 21 ცოდვა რომ ჩაიდინეთ და ხბო+ გააკეთეთ, ცეცხლში დავწვი, დავამტვრიე, მტვრად ვაქციე და იმ ხევში გადავყარე, მთიდან რომ ეშვებოდა.+
22 შემდეგ თაბერაში,+ მასაში,+ კიბროთ-ჰათაავაშიც+ განარისხეთ იეჰოვა.+ 23 როცა იეჰოვამ კადეშ-ბარნეადან+ გამოგიშვათ, გითხრათ: „ადით და დაეუფლეთ მიწას, რომელსაც გაძლევთ!“ თქვენ კი ეურჩეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებას,+ არ ერწმუნეთ+ მას და არ მოუსმინეთ მის ხმას.+ 24 რაც გიცნობთ, იმ დღიდან, სულ ეურჩებით იეჰოვას.+
25 ორმოცი დღე და ორმოცი ღამე+ ვიყავი დამხობილი იეჰოვას წინაშე; იმიტომ დავემხვე, რომ მოსპობას გიპირებდათ იეჰოვა.+ 26 შევევედრე+ იეჰოვას და ვუთხარი: უზენაესო უფალო, იეჰოვა, ნუ მოსპობ შენს ხალხს, შენს საკუთრებას,+ რომელიც შენი სიდიადით გამოისყიდე, ძლიერი ხელით+ გამოიყვანე ეგვიპტიდან.+ 27 გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და იაკობი.+ ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ხალხის სიჯიუტეს, ბოროტებასა და ცოდვას,+ 28 რათა არ თქვან იმ მიწაზე,+ საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეძლო იეჰოვამ მათი შეყვანა იმ მიწაზე, რომლის მიცემასაც დაჰპირდა, რადგან სძულდა ისინი, და იმიტომ გამოიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.+ 29 მაინც შენი ხალხია და შენი საკუთრება,+ რომელიც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოიყვანე».+