ტიტე
3 კვლავ შეახსენე მათ, დაემორჩილონ+ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს,+ და მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის,+ 2 არავინ დაძრახონ, არ იყვნენ ჩხუბის ამტეხნი,+ არამედ გონიერნი,+ ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინონ.+ 3 ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, შეცდომაში შეყვანილნი, სხვადასხვა სურვილისა და განცხრომის მონები, ვცხოვრობდით ბოროტებითა და შურით, საზიზღრები ვიყავით და ერთმანეთი გვძულდა.+
4 მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა+ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის სიკეთე+ და კაცთმოყვარეობა, 5 მან ჩვენი სიმართლის საქმეების+ გამო კი არ გვიხსნა,+ არამედ თავისი გულმოწყალებით+ — სიცოცხლის მომცემი+ განბანითა+ და წმინდა სულის* მიერ განახლებით.+ 6 ეს სული მან უხვად მოგვფინა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მეშვეობით,+ 7 რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით+ ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად+ და მემკვიდრეები გავმხდარიყავით+ მარადიული სიცოცხლის იმედის შესაბამისად.+
8 ეს სიტყვა სარწმუნოა+ და მინდა, მუდამ დაბეჯითებით ლაპარაკობდე ამ საკითხებზე, რათა მათ, ვინც ღმერთი ირწმუნა, კვლავაც იფიქრონ კარგი საქმეების კეთებაზე.+ ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
9 მოერიდე სულელურ კითხვებზე კამათს,+ გვარტომობის ქექვას,+ დავასა+ და ჩხუბს კანონის თაობაზე,+ რადგან ეს უსარგებლოა და ამაო. 10 სექტანტური იდეების გამავრცელებელი+ ჯერ ერთხელ გააფრთხილე,+ შემდეგ მეორედ, მერე კი უარყავი+ 11 და იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს, საკუთარ თავს თვითონვე დასდო მსჯავრი.+
12 არტემას ან ტიქიკეს+ როცა გამოგიგზავნი, ყველანაირად ეცადე, ჩამოხვიდე ჩემთან ნიკოპოლისში, რადგან გადავწყვიტე ზამთარი იქ გავატარო.+ 13 ზენა, კანონის მცოდნე, და აპოლოსი კარგად გაამზადე სამგზავროდ, რომ არაფერი აკლდეთ.+ 14 ჩვენებმაც ისწავლონ აუცილებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად კარგი საქმეების კეთება,+ რომ უნაყოფონი არ იყვნენ.+
15 ყველა ჩემთან მყოფი მოკითხვას გითვლის.+ მომიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში.
წყალობა ყველა თქვენგანს.+