იესო ნავეს ძე
4 როცა მთელმა ერმა გადაკვეთა იორდანე,+ იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: 2 «ამოარჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან,+ 3 და უბრძანე: „თორმეტი ქვა+ აიღეთ შუა იორდანიდან, სადაც მღვდლებს უძრავად უდგათ ფეხი,+ თან წაიღეთ და დააწყვეთ იმ ადგილზე,+ სადაც ღამეს გაათევთ“».
4 მოუხმო იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებიდან ამორჩეულ თორმეტივე კაცს,+ თითო კაცს თითო ტომიდან, 5 და უთხრა მათ იესო ნავეს ძემ: „წინ ჩაუარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის კიდობანს შუა იორდანეში და ისრაელის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით თითოეულმა მხარზე დაიდოს თითო ქვა, 6 რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის.+ თუ მომავალში გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,+ 7 უთხარით, იორდანის წყალი იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ გაიყო-თქო.+ როცა ის იორდანეზე გადაჰქონდათ, გაიყო იორდანის წყალი და ეს ქვები სამახსოვრო ქვებია-თქო ისრაელის ძეებისთვის, სამარადისოდ“.+
8 ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები, როგორც იესო ნავეს ძემ უბრძანა. აიღეს თორმეტი ქვა შუა იორდანიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი იესო ნავეს ძისთვის, ისრაელის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით;+ წაიღეს და იქ დააწყვეს, სადაც გაჩერდნენ.+
9 იესო ნავეს ძემ შუა იორდანეშიც დააწყო თორმეტი ქვა, სადაც ფეხი ედგათ+ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, და დღემდე იქ აწყვია.
10 მღვდლები, რომლებსაც კიდობანი მიჰქონდათ, შუა+ იორდანეში იდგნენ, სანამ ბოლომდე არ შესრულდა ის, რაც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს ხალხისთვის სათქმელად, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები იესო ნავეს ძისთვის.+ ამასობაში ხალხი აჩქარდა+ და გადავიდა. 11 როცა მთელი ხალხი გადავიდა, მღვდლებმა იეჰოვას კიდობანიც+ გადაიტანეს ხალხის თვალწინ. 12 რეუბენის ვაჟები, გადის ვაჟები და მენაშეს+ ტომის ნახევარი დარაზმულები+ გადავიდნენ ისრაელის ძეების თვალწინ, როგორც მოსეს ჰქონდა მათთვის ნათქვამი.+ 13 დაახლოებით ორმოცი ათასი საომრად აღჭურვილი კაცი გადავიდა იეჰოვას წინაშე იერიხონის უკაცრიელ ველზე საბრძოლველად.
14 განადიდა იმ დღეს იეჰოვამ იესო ნავეს ძე მთელი ისრაელის თვალში;+ ისე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი მთელი მისი სიცოცხლე.+
15 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: 16 „უბრძანე მღვდლებს, რომლებსაც მოწმობის კიდობანი+ მიაქვთ, რომ გამოვიდნენ იორდანიდან“. 17 იესო ნავეს ძემაც უბრძანა მღვდლებს: „გამოდით იორდანიდან“. 18 როცა შუა იორდანიდან გამოვიდნენ მღვდლები, რომლებსაც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ,+ და ხმელეთზე დადგეს ფეხი,+ დაუბრუნდა იორდანის წყალი თავის ადგილს და უწინდებურად გადმოდიოდა+ ნაპირებიდან.
19 გამოვიდა ხალხი იორდანიდან პირველი თვის მეათე დღეს და გილგალში+ დაბანაკდა, იერიხონის აღმოსავლეთ საზღვართან.
20 აღმართა გილგალში იესო ნავეს ძემ იორდანიდან წამოღებული თორმეტი ქვა+ 21 და უთხრა ისრაელის ძეებს: „როცა მომავალში თქვენი შვილები თავიანთ მამებს ჰკითხავენ, ეს რა ქვებიაო,+ 22 გააგებინეთ თქვენს შვილებს და უთხარით, მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე,+ 23 როცა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა იორდანის წყალი დააშრო, სანამ გაღმა არ გავიდნენ, როგორც წითელი ზღვა დააშრო იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, სანამ გაღმა არ გავედით,+ 24 რათა იცოდეს დედამიწის მთელმა ხალხმა, რომ ძლიერი ხელი აქვს იეჰოვას,+ რათა ყოველთვის გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა“.+