14 და ეტყვიან იმ მიწის მკვიდრთ. მათ გაგებული აქვთ, რომ შენა ხარ იეჰოვა, და ამ ხალხს შორისა ხარ,+ პირისპირ ეცხადები.+ შენა ხარ იეჰოვა და შენი ღრუბელი დგას მათ ზემოთ, დღისით ღრუბლის სვეტში მიუძღვები წინ და ღამით — ცეცხლის სვეტში.+
10 გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,+ და რა უყავით ამორეველების ორ მეფეს, სიხონსა+ და ოგს+ იორდანის გაღმა, როგორ გაანადგურეთ ისინი.+