22 კიდევ ერთი სიზმარი ვნახე: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, სავსე და საღი.+ 23 შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა, გამხმარი, წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული. 24 წვრილმა თავთავებმა საღი თავთავების ჭამა დაიწყეს. ეს სიზმრები გრძნეულ ქურუმებს ვუამბე,+ მაგრამ მათი ახსნა ვერავინ შეძლო“.+