4 და უბრძანა მათ: «უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე დაგვაბარა-თქო იაკობმა, შენმა მსახურმა: „ლაბანთან ვიყავი შეხიზნული და დიდხანს ვცხოვრობდი მასთან.+ 5 მყავს ხარები, ვირები, ცხვარი, მსახურები.+ მინდა, მოგახსენო ეს, ჩემო ბატონო, და წყალობა ვპოვო შენს თვალში“».