-
გამოსვლა 26:7-11ბიბლია
-
-
7 კარავზე გადასაფარებლად თხისურის+ ქსოვილი დაამზადე. 11 ქსოვილი დაამზადე კარვისთვის.+ 8 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყოს, სიგანე — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს. 9 ცალკე 5 ქსოვილი გადააბი ერთმანეთს, ცალკე — 6. მე-6 ქსოვილი ორად გადაკეცე კარვის წინა მხარეს. 10 კარვის ქსოვილის ერთ კიდეს 50 მარყუჟი გაუკეთე და კარვის ქსოვილის მეორე კიდეს — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 11 გააკეთე 50 სპილენძის სამაგრი, ეს სამაგრები გაუკეთე მარყუჟებს, გადააბი კარვის ქსოვილები ერთმანეთს და კარავი ერთი მთლიანი გახდება.
-