9 როცა დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენი მოძმეები და ვაჟები წყალობას პოვებენ თავიანთი დამატყვევებლების თვალში+ და ამ მიწაზე დაბრუნების უფლებას მიიღებენ,+ რადგან თანამგრძნობი და გულმოწყალეა იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ და ზურგს არ შეგაქცევთ, თუ დაუბრუნდებით მას!“+
17 არც მოსმენა სურდათ+ და არც მათ თვალწინ შენ მიერ მოხდენილი საოცარი საქმეები ახსოვდათ; გაჯიუტდნენ და წინამძღოლი აირჩიეს ეგვიპტის მონობაში დასაბრუნებლად.+ მაგრამ შენ მიმტევებელი, გულმოწყალე, თანამგრძნობი, სულგრძელი* ღმერთი ხარ და ურყევია შენი სიყვარული*;+ არ მიგიტოვებია ისინი.+