-
ლევიანები 2:3-7ბიბლია
-
-
3 დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+
4 თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი — ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები ან ზეთწასმული უფუარი კვერები.+
5 თუ კეცზე გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან,+ ისიც წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს ზეთში მოზელილი უსაფუვროდ. 6 დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.
7 თუ მარცვლეულ შესაწირავს ტაფაზე მოამზადებ, ისიც ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა მოამზადო.
-