14 მან გადაასახლა მთელი იერუსალიმი, მთავრები,+ მამაცი მებრძოლები, ყველა ხელოსანი და მჭედელი*+ — 10 000 კაცი. არავინ დარჩენილა იქ იმ მიწაზე მცხოვრები ღარიბი ხალხის გარდა.+
15 მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა მდაბიო ხალხიდან ზოგიერთი და ქალაქში დარჩენილები ტყვედ წაასხა. წაიყვანა ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულებიც და ქალაქში დარჩენილი ოსტატებიც.+