-
1 მატიანე 11:15-19ბიბლია
-
-
15 30 თავკაციდან სამი მივიდა კლდესთან, ადულამის გამოქვაბულში,+ სადაც დავითი იყო. იმ დროს ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.+ 16 როცა დავითი სამალავს აფარებდა თავს, ფილისტიმელთა ჯარი ბეთლემში იდგა. 17 ინატრა დავითმა, ნეტავ დამალევინა წყალი იმ ჭიდან, ბეთლემის+ კარიბჭესთან რომ არისო. 18 მაშინ გაარღვია იმ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ჭიდან, ბეთლემის კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა. 19 მან თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო! როგორ დავლიო ამ ვაჟკაცების სისხლი, რომელთაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს!+ ამ წყლის მოტანა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ!“ არ დალია მან წყალი. ეს ყველაფერი ამ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა.
-