28 დაეკითხა მრჩევლებს მეფე და ორი ოქროს ხბო დაამზადა.+ შემდეგ უთხრა ხალხს: „რატომღა უნდა იაროთ იერუსალიმში?! ისრაელო, აი თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათ!“+29 ერთი ხბო ბეთელში+ დადგა და მეორე — დანში.+30 ასე გაეხვია ცოდვაში ხალხი;+ ხბოს თაყვანსაცემად ისინი დანშიც კი ჩადიოდნენ.
33 არც ამის შემდეგ შეუწყვეტია იერობოამს ბოროტების ჩადენა; კვლავაც უბრალო ხალხს ნიშნავდა მღვდლებად სათაყვანო მაღლობებზე;+ ყველას, ვისაც მღვდლობა სურდა, მღვდლად ნიშნავდა, და ამბობდა, დაე მან იმსახუროსო მღვდლად მაღლობებზე.+