-
იერემია 52:31-34ბიბლია
-
-
31 იუდას მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან 37-ე წელს, მე-12 თვის 25-ე დღეს, ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა თავისი გამეფების წელს საპყრობილიდან გაათავისუფლა იუდას მეფე იეჰოიაქინი.+ 32 თბილად ელაპარაკა მას და ბაბილონში მასთან მყოფ სხვა მეფეებზე მეტად აღაზევა. 33 გაიხადა იეჰოიაქინმა პატიმრის ტანსაცმელი. ის მთელი სიცოცხლე მეფის სუფრაზე ჭამდა. 34 ბაბილონის მეფისგან მას ყოველდღიურად ეძლეოდა სარჩო მთელი სიცოცხლე.
-