-
2 სამუელი 23:20-23ბიბლია
-
-
20 იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ მამაცი ვაჟკაცი იყო, რომელმაც მრავალი საგმირო საქმე მოიმოქმედა კაბცეელში.+ მან დასცა მოაბელი არიელის ორი ვაჟი; თოვლიან დღეს ორმოში ჩავიდა და მოკლა ლომი.+ 21 მან ეგვიპტელი ბუმბერაზიც მოკლა. ეგვიპტელს ხელში შუბი ეჭირა, მაგრამ ის კეტით მიეჭრა მას, შუბი ხელიდან გამოსტაცა და მისივე შუბით მოკლა. 22 აი, ეს საგმირო საქმეები ჩაიდინა ბენაიამ, იეჰოიადას ვაჟმა. მასაც ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამ მამაც მეომარს. 23 ის ოცდაათში გამოირჩეოდა, თუმცა პირველ სამს მაინც ვერ უტოლდებოდა; დავითმა ის თავის მცველთა უფროსად დააყენა.
-