-
ეზრა 1:1-3ბიბლია
-
-
1 სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის+ შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფე კიროსი, რომ დაეწერა ეს ბრძანებულება და მთელ სამეფოში გამოეცხადებინა:+
2 «აი, რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი: „დედამიწის ყველა სამეფო+ იეჰოვამ, ზეციერმა ღმერთმა, მიბოძა და დამავალა, მისთვის ტაძარი ამეგო იერუსალიმში, იუდაში რომ არის.+ 3 თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე მასთან იყოს მისი ღმერთი და წავიდეს იუდაში, იერუსალიმში, და აღადგინოს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ტაძარი; ისაა ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის ტაძარიც იერუსალიმში იყო*!
-