-
1 მეფეები 8:14-21ბიბლია
-
-
14 შემდეგ მეფე მიტრიალდა ხალხისკენ და დალოცა მთელი ისრაელი. ამ დროს ფეხზე იდგა მთელი ხალხი.+ 15 მან თქვა: «დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელიც დაჰპირდა მამაჩემ დავითს და შეუსრულა კიდეც ნათქვამი: 16 „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან ისრაელის ტომთა სამკვიდროებს შორის არ ამირჩევია ქალაქი ჩემთვის ტაძრის ასაშენებლად, სადაც ჩემს სახელს დავავანებდი,+ მაგრამ ამოვირჩიე დავითი ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად“. 17 გულით სურდა მამაჩემ დავითს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, სახელზე ტაძრის აშენება,+ 18 მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „გულით მოისურვე ჩემს სახელზე ტაძრის აშენება და კარგია, რომ ეს გულით მოისურვე, 19 მაგრამ შენ არ ააშენებ ტაძარს, შენი ვაჟი ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე“.+ 20 შეასრულა იეჰოვამ თავისი დაპირება, რომ მამაჩემის, დავითის, შემდეგ მე ავიდოდი ისრაელის ტახტზე, როგორც ეს იეჰოვამ თქვა. ტაძარიც ავაშენე იეჰოვას, ისრაელის ღვთის, სახელზე,+ 21 და იქ დავდგი კიდობანი, რომელშიც იეჰოვას შეთანხმება დევს,+ ჩვენს მამა-პაპას ეგვიპტიდან გამოყვანისას რომ დაუდო».
-