-
1 მეფეები 7:13, 14ბიბლია
-
-
13 გაგზავნა მეფე სოლომონმა კაცები და მოაყვანინა ტვიროსიდან ხირამი.+ 14 იგი იყო ერთი ნაფთალელი ქვრივი ქალის ვაჟი; მამამისი ტვიროსელი იყო, სპილენძის მჭედელი.+ ხირამი იყო დახელოვნებული და გამოცდილი ხელოსანი, რომელმაც კარგად იცოდა,+ როგორ გაეკეთებინა სპილენძისგან* ნებისმიერი ნაკეთობა. მივიდა ისიც მეფე სოლომონთან და მუშაობას შეუდგა.
-
-
2 მატიანე 4:11-16ბიბლია
-
-
11 გააკეთა ხირამმა ქვაბები, ნიჩბები და ჯამები.+
დაასრულა ხირამმა ღვთის ტაძრის სამუშაოები, მეფე სოლომონს რომ ჰქონდა დავალებული მისთვის. აი, რა გააკეთა მან:+ 12 ორი სვეტი+ და ორი თასისებური ბუღაური, ორი ბადე სვეტების+ ორი თასისებური ბუღაურისთვის, 13 400 ბროწეული+ ორი ბადისთვის, ორი მწკრივი თითოეული ბადისთვის, სვეტების თასისებურ ბუღაურებზე შემოსავლებად;+ 14 10 საზიდარი და ზედ 10 აუზი,+ 15 ერთი დიდი აუზი და მის ქვეშ 12 ხარი,+ 16 ქვაბები, ნიჩბები, ჩანგლები+ და ყველა სხვა ნივთი მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ხირამ-აბივმა+ მეფე სოლომონს იეჰოვას ტაძრისთვის.
-