8 უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ხალხი, რომელიც შენი სამეფოს ყველა სამთავროშია+ გაფანტული;+ მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან განსხვავდება და ისინი არც მეფის კანონებს ასრულებენ; მეფისთვისვე აჯობებს, თუ ამ ხალხს მოიშორებს.
13 შიკრიკების ხელით ყველა სამთავროს დაეგზავნა წერილობითი ბრძანებულება, რომ მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღეს,+ ერთიანად დაეხოცათ, გაენადგურებინათ და მოესპოთ ყველა იუდეველი, ყმაწვილი თუ მოხუცი, ქალი თუ ბავშვი, და დაეტაცებინათ მათი ქონება.+