8 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+
შეტორტმანდა ცის საძირკვლები,+
შეირყა მისი რისხვისგან.+
9 კვამლი გამოვარდა მისი ნესტოებიდან
და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+
გავარვარებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
10 მოდრიკა ზეცა, როცა ჩამოდიოდა,+
წყვდიადი იყო მის ფეხქვეშ.+
11 ქერუბიმზე ამხედრებული+ მოფრინავდა;
სულის ფრთებზე გამოჩნდა.+
12 თავის კარვად აქცია სიბნელე,+
საავდრო სქელი ღრუბლები.
13 მის ბრწყინვალებაზე ნაკვერჩხლები გავარვარდნენ.
14 ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+
უზენაესის ხმა გაისმა.+
15 ისრები დაუშინა+ და დაფანტა მტრები,
ელვით აუბნია მათ თავგზა.+
16 იეჰოვა, შენმა რისხვამ,
შენი ნესტოებიდან მონაბერმა ქარმა+
გააშიშვლა ზღვის ფსკერი, გამოაჩინა მიწის საძირკვლები.+