10 რაკი ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე,+
ძლიერ შერცხვები+
და სამუდამოდ გადაშენდები.+
11 იმ დღეს, როცა გვერდზე გადექი,
იმ დღეს, როცა უცხოელებმა ტყვედ წაასხეს მისი ჯარი,+
როცა უცხოტომელები შევიდნენ მის კარიბჭეში და წილი ყარეს იერუსალიმზე,+
შენც ერთ-ერთი მათგანივით იქცეოდი.
12 სეირისთვის არ უნდა გეყურებინა შენი ძმის უბედურების დღეს,+
არ უნდა გეხარა იუდას ხალხის შემხედვარეს მათი დაღუპვის დღეს+
და ამპარტავნულად არ უნდა გელაპარაკა მათი გასაჭირის დღეს.
13 არ უნდა შესულიყავი ჩემი ხალხის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს,+
არ უნდა გაგეხარა მისი გასაჭირით მისი უბედურების დღეს
და ხელი არ უნდა გეხლო მისი სიმდიდრისთვის მისი უბედურების დღეს.+