-
ებრაელები 10:5-9ბიბლია
-
-
5 ამიტომ, ქვეყნიერებაში როცა მოვიდა, ქრისტემ თქვა: «„მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე, მაგრამ სხეული გამიმზადე. 6 არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი“.+ 7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო. ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია“».+ 8 ჯერ თქვა: „არ ისურვე და არ მოიწონე მსხვერპლი, შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი“, რომლებსაც კანონის თანახმად სწირავენ, 9 შემდეგ კი დასძინა: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“.+ ის აუქმებს პირველს, რათა ძალაში შევიდეს მეორე.
-