6 რით წარვდგე იეჰოვას წინაშე?
რით ვცე თაყვანი მაღალ ღმერთს?
წარვდგე მის წინაშე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლით,
ერთწლიანი ხბოებით?+
7 ესიამოვნება კი იეჰოვას ათასობით ვერძი,
ათობით ათასი ზეთის მდინარე?!+
გავიღო ჩემი პირველი ძე ჩემი ურჩობის გამოსასყიდად,
ჩემი მუცლის ნაყოფი — ჩემი ცოდვის გამოსასყიდად?!+
8 მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი.
რას ითხოვს იეჰოვა შენგან?
მხოლოდ სამართლის ქმნას,+ სიკეთის სიყვარულსა+
და მოკრძალებულად სიარულს+ შენი ღვთის წინაშე!+