-
კანონი 32:45-47ბიბლია
-
-
45 როცა დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის გასაგონად, 46 მიმართა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით,+ და უბრძანეთ თქვენს შვილებს, გულდასმით დაიცვან ამ კანონის ყველა სიტყვა.+ 47 ეს არ არის უბრალო სიტყვები, ის თქვენს სიცოცხლეს ნიშნავს!+ ამ სიტყვების წყალობით იქნებით დღეგრძელნი იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც კვეთთ იორდანეს“.
-
-
ებრაელები 12:11ბიბლია
-
-
11 მართალია, თავიდან არცერთი აღმზრდელობითი ზომა არ გვახარებს, არამედ გვამწუხრებს, მაგრამ ვინც ამგვარად გამოიწრთობა, მშვიდობასა და სიმართლეს იმკის.
-