13 შიკრიკების ხელით ყველა სამთავროს დაეგზავნა წერილობითი ბრძანებულება, რომ მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღეს,+ ერთიანად დაეხოცათ, გაენადგურებინათ და მოესპოთ ყველა იუდეველი, ყმაწვილი თუ მოხუცი, ქალი თუ ბავშვი, და დაეტაცებინათ მათი ქონება.+
15 მეფის ბრძანებისამებრ, შიკრიკები უმალ+ გაეშურნენ. ეს კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა. მეფე და ჰამანი დასხდნენ და დაიწყეს სმა, ქალაქი შუშანი კი მღელვარებამ მოიცვა.