8 როგორ მიგატოვო, ეფრემ?!+
როგორ გაგიმეტო, ისრაელო?!
ადმასავით როგორ მოგექცე?!
როგორ დაგმართო ის, რაც ცებოიმს დავმართე?!+
გული მომიბრუნდა თქვენკენ,
სიბრალულით ავივსე.+
9 არ განვრისხდები,
აღარ გავანადგურებ ეფრემს,+
რადგან ღმერთი ვარ და არა ადამიანი,
წმინდა ვარ თქვენ შორის;
არ გადმოვანთხევ თქვენზე რისხვას.