-
2 მეფეები 25:8-10ბიბლია
-
-
8 მე-5 თვის მე-7 დღეს, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეფობის მე-19 წელს, ნებუზარადანი,+ მცველთა უფროსი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში ჩავიდა.+ 9 გადაწვა მან იეჰოვას ტაძარი,+ მეფის სასახლე+ და ყველა სახლი იერუსალიმში,+ ცეცხლს მისცა დიდებულთა სახლებიც.+ 10 ქალდეველთა ჯარმა, მცველთა უფროსს რომ ახლდა, იერუსალიმის მთელი გალავანი დაანგრია.+
-
-
2 მატიანე 34:24, 25ბიბლია
-
-
24 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას დავატეხ ამ ადგილს და მის მკვიდრთ,+ ავუხდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა წყევლას,+ იუდას მეფეს რომ წაუკითხეს. 25 რაკი მიმატოვეს+ და სხვა ღმერთებისთვის წვავენ და აბოლებენ მსხვერპლს, რათა თავიანთი საქციელით შეურაცხმყონ,+ რისხვას დავატეხ ამ ადგილს და არ დაცხრება ჩემი რისხვა!+
-
-
2 მატიანე 36:16, 17ბიბლია
-
-
16 მაგრამ ისინი სასაცილოდ იგდებდნენ ღვთის მაცნეებს,+ არად აგდებდნენ მის სიტყვებს+ და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს.+ და, როცა უკვე აღარ იყო მათი საშველი, იეჰოვა განურისხდა თავის ხალხს.+
17 მათ წინააღმდეგ აღძრა მან ქალდეველთა მეფე,+ რომელმაც მათ ტაძარში მახვილით დაუხოცა ჭაბუკები;+ არ დაინდო მან არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცებული და არც უძლური.+ ღმერთმა ყველაფერი ხელში ჩაუგდო მას.+
-