-
კანონი 28:53-57ბიბლია
-
-
53 შეჭამთ თქვენს შვილებს, თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს,+ რომლებსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მოგცემთ, რადგან ალყაში იქნებით მოქცეულნი და შეგავიწროებთ თქვენი მტერი.
54 ყველაზე ფაქიზი და გულჩვილი კაციც კი არ შეიბრალებს თავის ძმას, საყვარელ ცოლსა და ცოცხლად დარჩენილ შვილებს. 55 არ გაუყოფს მათ თავისი ვაჟების ხორცს, რადგან სხვა არაფერი ექნება, იმიტომ რომ მტერს შევიწროებული და ალყაშემორტყმული ეყოლება თავის ქალაქში.+ 56 ფაქიზი და გულჩვილი ქალიც კი,+ რომელსაც მიწაზე ფეხი არ დაუკარებია, არ შეიბრალებს თავის საყვარელ ქმარს, ვაჟსა და ასულს; 57 ჩუმად შეჭამს მომყოლს, რომელიც ფეხებს შორის გამოსდის, და შვილს, რომელიც მან გააჩინა, რადგან სხვა არაფერი ექნება, იმიტომ რომ მტერს შევიწროებული და ალყაშემორტყმული ეყოლებით თქვენს ქალაქებში.
-
-
2 მეფეები 25:3-7ბიბლია
-
-
3 მე-4 თვის მე-9 დღეს, როცა შიმშილი მძვინვარებდა+ ქალაქში და აღარ ჰქონდათ საზრდო იმ მიწის მკვიდრთ,+ 4 გატყდა ქალაქი.+ ღამით, როცა ქალდეველები ქალაქის ირგვლივ იყვნენ, გაიქცა ყველა მეომარი ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, მეფის ბაღთან რომ არის; მეფე არაბის გზით გაემართა.+ 5 დაედევნა ქალდეველთა ჯარი მეფეს და დაეწია მას იერიხონის ხრიოკ ველზე; მთელი ჯარი შემოეფანტა მას. 6 შეიპყრეს მეფე+ და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, სადაც განაჩენი გამოუტანეს. 7 თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას, თავად ციდკია კი ნაბუქოდონოსორმა დააბრმავა, სპილენძის ბორკილები დაადო და ბაბილონში წაიყვანა.+
-