10 იუდას მეფე იეჰოაშის მეფობის 37-ე წელს იეჰოახაზის ვაჟი იეჰოაში+ გამეფდა სამარიაში და 16 წელი მეფობდა ისრაელზე. 11 იეჰოაში ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში და იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი;+ მის გზას ადგა იგი.